სიახლეები

დედაქალაქურ დერბიში დინამომ იმარჯვა

გაუზიარე

დინამო თბილისმა დიღმის ბაზაზე უმაღლესი ლიგის დებიუტანტ საბურთალოს ამხანაგურად უმასპინძლა. 

დინამოელებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და უკვე მე-10 წუთისთვის ორი ბურთით იყვნენ წინ. მე-8 წუთზე ანგარიში ჯაბა ჯიღაურმა გახსნა, ხოლო ორიოდე წუთში ალექსანდრე იაშვილმა ანარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა. პირველი ნახევრის ბოლოს გიორგი ქვილითაიას წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი ალექსანდრე იაშვილმა უნაკლოდ შეასრულა და დუბლი გაიფორმა. 

მეორე ტაიმში დინამოს თავკაცმა გია გეგუჩაძემ არაერთ ცვლილებას მიმართა. 61-ე წუთზე ჯანელიძე-არაბული-ჭანტურიშვილის კომბინაცია ამ უკანასკნელის გოლით დასრულდა. 64-ე წუთზე კი საბურთალომ პრესტიჟის გოლი გაიტანა – თავი გიორგი ხორხელმა გამოიჩინა. საბოლოოდ, 4:1 დინამოს სასარგებლოდ.

დინამო: ჰრდლიჩკა (ბეგაშვილი 46), კაკაბაძე (ტვილდიანი 63), რენე ფერეირა (გველესიანი 46), ჭელიძე, თევზაძე (გურული 46), ცინცაძე, პარუნაშვილი (ჯანელიძე 46), ჯიღაური (ჭანტურიშვილი 46), კიტეიშვილი (ლობჟანიძე 63), იაშვილი (არაბული 46), ქვილითაია (ვოლკოვი 74).

საბურთალო: ქურდაძე, ბეროშვილი, მარგველაშვილი, მამუჩაშვილი, ჩაბრაძე, სოფრომაძე, ალთუნაშვილი, ხარაიშვილი, ფანცულაია, გვარაძე, გოშთელიანი.

შეცვლაზე შევიდნენ: დვალი, ჩოჩიშვილი, ნიკოლაშვილი, ხორხელი, შიხაშვილი, ვაჭარაძე, ბიძინაშვილი.

ლევან ჯანეზაშვილი