სიახლეები

ზურაბ ხიზანიშვილი: ბილბაოს გავლა? რატომაც არა?!

გაუზიარე

ბაქოს ინტერი ბილბაოში ჩაფრინდა, ხვალ კი ურთულესი მატჩი ელის “სან მამესის” სტადიონზე. ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ზაურ სვანაძის გაწვრთნილები ბასკეთის სიამაყეს ხვდებიან. ზედმეტია იმის თქმა, რომ წყვილის აშკარა ფავორიტი ერნესტო ვალვერდეს გუნდია. 

ინტერის ქართველი მცველი ზურაბ ხიზანიშვილი ოპტიმისტურადაა განწყობილი და “აზერისპორტს” უთხრა, რომ ბილბაოს ბარიერის გადალახვა შესაძლებელია. 

“ვიცი, რომ ინტერს აქამდე ზედიზედ ორი ეტაპი არასოდეს გადაელახა. წლეულს ეს მოხერხდა, რაც ძალიან კარგია, მაგრამ გაჩერებას არ ვაპირებთ. ჩემს კარიერაში იყო ისეთი მიღწევები, რომლისაც თავიდან არ მჯეროდა. რატომ არ შეიძლება, რომ ინტერს სჯეროდეს და ეცადოს ახალი ისტორიის დაწერას? 

...ბილბაოში უნდა ვეცადოთ, რომ გოლი არ გავუშვათ. მაგალითად, 0:0-ს თუ ვითამაშებთ, შინ შეიძლება 1:0 მოვიგოთ და გავიდეთ. 

...მეორე ეტაპზე ისლანდიის ჰაფნარფიორდურთან ექვსწუთიან მონაკვეთში ორი გოლი რომ გავუშვით, ეს კონცენტრაციის დაკარგვის ბრალი იყო. სხვა ვერაფერს დავაბრალებ. ბილბაოსთან მსგავსი რამ არ განმეორდება.

...ჩვენ ნორმალური შეკრების გარეშე გავედით ევროტურნირებზე. ნაკლებად ვართ შეთამაშებულნი, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერი გამოსწორდება”. 

ილია ნანობაშვილი