სიახლეები

გურამ კაშია: შესაძლო კონტრაქტიც და სიმბოლურიც

გაუზიარე

დიდი შანსია, გურამ კაშიამ ახალი კონტრაქტი გააფორმოს არნემის ვიტესთან. მას ხელშეკრულება 2016 წლის ზაფხულს უმთავრდება, ანუ ერთი წლის შემდეგ. რამდენწლიანი იქნება ახალი ხელშეკრულება, ჯერ უცნობია, მაგრამ სანდო წყაროდან შევიტყვეთ, რომ ვიტესის კაპიტანი ახლოსაა შეთანხმებასთან: კლუბმა მას უკვე შესთავაზა ახალი კონტრაქტი. 

ისე, გურამსაც არაერთხელ დაუფიქსირებია ვიტესისადმი ერთგულება. ხშირად უთქვამს, თუ წავალ, მხოლოდ გაცილებით ძლიერ ჩემპიონატშიო, ანუ ტოპ-ლიგებს გულისხმობდა. 

და ერთიც: კაშია ჰოლანდიური ერედივიზიონის გასული ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა (შოცეერნეწს.ნლ-ის ვერსიით). ვიტესმა მეორე ტურში როდას 3:0 აჯობა. სიმბოლურში ვიტესის კიდევ ერთი ფეხბურთელი, როჩდი აშენტე მოხვდა. 

ილია ნანობაშვილი