სიახლეები

ცხრა დინამოელი 17-წლამდელებში

გაუზიარე

31 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში საერთაშორისო ტურნირი "სირენკას თასი" გაიმართება, სადაც საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებიც ითამაშებს. გოჩა ავსაჯანიშვილის გუნდი მზადებას თბილისში გაივლის, რის შესახებაც ვრცლად უახლოეს დღეებში გიამბობთ.


დინამო თბილისის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ნაკრებში ცხრა დინამოელია გამოძახებული: ლუკა გუგეშაშვილი, ლევან ხარაბაძე, დავით კიკალიშვილი, გიორგი კუცია, გოგა ლურსმანაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ლუკა ქაფიანიძე, ნიკა ნინუა და ლუკა სილაგაძე.

შემოდგომაზე ევროპის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები უნგრეთს, რუმინეთსა და სლოვაკეთს დაუპირისპირდება. ელიტრაუნდში ჯგუფის გამარჯვებული და მეორეადგილოსანი გავლენ.
ლევან ჯანეზაშვილი