სიახლეები

სუპერთასმა ქართული ცეკვა მთელ მსოფლიოს გააცნო

გაუზიარე

უეფას სუპერთასის შემდეგ უკვე კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ამ საოცარმა მატჩმა გასახსენებელი ბევრი დაგვიტოვა. `ჩვენი თამაშის~ წინა ნომრებში საორგანიზაციო სამუშაოებთან დაკავშირებული საინტერესო საკითხები და ნიუანსები გაგაცანით, დღეს კი გახსნის ცერემონიალს გავიხსენებთ.

უეფას მოთხოვნაა, რომ მსგავსი რანგის მატჩების გახსნის ცერემონიალი ხანმოკლეიყოს. თუმცა ამ მცირე დროშიც შესაძლებელია, ცერემონიალის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა მაყურებელი მოხიბლონ. საბედნიეროდ, 11 აგვისტოს სწორედ ასე მოხდა. გემოვნებაზე არ დავობენ და სუბიექტური აზრის გამოთქმაც ნებისმიერს შეუძლია, თუმცა თბილისურმა გახსნამ სპეციალისტებისა და გულშემატკივრების აბსოლუტური უმრავლესობის დიდი მოწონება დაიმსახურა.

რაც შეეხება გახსნის ცერემონიალის ბიუჯეტს, იგი 11 ათას ევროს შეადგენდა და ეს თანხა უეფამ აანაზღაურა.

შეგახსენებთ, გახსნის ცერემონიალი ორი ძირითადი ნაწილისგან შედგებოდასახელმწიფო ანსამბლმა `ერისიონმა~ ქორეოგრაფიული ნომერი წარმოადგინა, რის შემდეგაც ბავშვებმა ჯონ ლენონის უკვდავი ჰიტი Iმაგინე შეასრულეს. ამჯერად ქორეოგრაფიულ ნაწილს შევეხებით.

`ერისიონის~ მთავარ ანსამბლთან ერთად, `დინამო არენაზე~ `ერისიონთან~ არსებული ბავშვთა ანსამბლებიც გავიდნენ. ქორეოგრაფიული ნომრები `ერისიონის~ ქორეოგრაფებმა, ლევან კუბლაშვილმა და ეკა ჭკუასელმა დადგეს.

ქეთევან მგელაძე, გახსნის ცერემონიალის მენეჯერი:

`უეფას მხრიდან სუპერთასის გახსნა ცალსახად დადებითად შეფასდა, რაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის გამოგზავნილ მადლობის წერილშიც არის დაფიქსირებული. ბედნიერები ვართ, რომ ჩვენს შრომას უკვალოდ არ ჩაუვლია და მთელმა მსოფლიომ იხილა ქართული კულტურის ეს შესანიშნავი ნაწილი. შესაძლოა, ქორეოგრაფიაში ყველა მაყურებელი ერთნაირად ვერ ერკვეოდეს, მაგრამ ფაქტია, რომ გულშემატკივრებში ამ სანახაობამ საოცარი ემოციები აღძრა. გახსნის ცერემონიალს უმაღლესი შეფასება მისცეს სპეციალისტებმაც. გვილოცავდნენ ქართველებიც და უცხოელი სტუმრებიც, `ერისიონის~ ხელმძღვანელმა, ბატონმა ჯემალ ჭკუასელმა კი განსაკუთრებითYბევრი სამადლობელი სიტყვა მოისმინა.

უეფას წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო გახსნა, რომელიც ამ რანგის მატჩებისას უნახავთ. თავისი დონითა და საშემსრულებლო ოსტატობით შეადარეს ბერლინში ჩატარებულ წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის ფინალის გახსნას~.

ლევანკუბლაშვილი,Yანსამბლ`ერისიონის~ ქორეოგრაფი:

როგორია თქვენიროგორც პროფესიონალის შეფასება სრულყოფილად შეასრულეს მოცეკვავეებმა თქვენი მოთხოვნები?

იმის მიუხედავად, რომ ნომრის დასადგმელად მცირე დრო გვქონდა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მათ დავალებას თავი მაღალ დონეზე გაართვეს. ყველაზე რთული ის იყო, მთავარი ანსამბლისთვის, ასე ვთქვათ, ფეხი აეწყოთ ბავშვებს. ამასთან დაკავშირებით გარკვეული სირთულეები შეიქმნა, მაგრამ, საბოლოოდ, ყველა დაბრკოლება გადავლახეთ და 11 აგვისტოს საკადრისად შევხვდით.

კონკრეტულად რომელი ცეკვების განშედგებოდა ნომერი?

მაყურებელს შევთავაზეთ ოთხი ცეკვადავლური, ქართული, მარულა და ფერხული. რა თქმა უნდა, ეს იყო ამ ცეკვების შემოკლებული ვარიანტი.

მუსიკა ახლა შეიქმნა თუ `ერისიონის~ ძველი რეპერტუარიდანაა?

მუსიკა ძველია, მაგრამ გახსნის ცერემონიალისთვის სხვაგვარი არანჟირებით მოვამზადეთ. მიმაჩნია, რომ ამ გარემოსთვის ეს ცეკვებისა და მუსიკის იდეალური შეხამება იყო.

უეფას ეს ნომერი პირდაპირ შესთავაზეთ თუ რამდენიმე ვარიანტიდან შეირჩა?

როგორც იცით, გახსნის ცერემონიალს პოლონელი რეჟისორები ჰყავდა. მათ ჩვენი რეპერტუარიდან რამდენიმე ნომერი ვუჩვენეთ, მოვასმენინეთ საცეკვაო კომპოზიციებიც და ბოლოს ერთობლივი კონსულტაციების შედეგად იმ ვარიანტზე შევჯერდით, რაც 11 აგვისტოს მთელმა მსოფლიომ იხილა.ურიგო არ იქნებოდა, სანახაობა სხვა ელემენტებითაც გამდიდრებულიყო, თუნდაც ხანჯლებით ცეკვით, მაგრამ მიზეზთა გამო ამის ადგილი აღარ დარჩა.

სპეციალურად გახსნის ცერემონიალისთვის ახალი კოსტიუმები ხომ არ შეკერილა?

არა, ამის საჭიროება არ ყოფილა, რადგან ჩვენს ანსამბლს კოსტიუმების მდიდარი კოლექცია აქვს. სუპერთასზე საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი ჩაცმულობა წარმოვადგინეთ.

`ერისიონისთვის~ სტადიონზე ცეკვა უცხო არ არის...

დიახ, 2013 წელს კახა კალაძის გამოსათხოვარი მატჩი სწორედ ჩვენმა ანსამბლმა გააფორმა. ისე კი, სტადიონზე ცეკვა იოლი არ არის. სულ სხვა გარემოა, სხვა სივრცე, დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული ბალახზე ცეკვაც...

`ერისიონს~მიღწევები არ აკლიამაგრამალბათეს წარმოდგენა თქვენთვის განსაკუთრებული გამოცდილება იყო...

რა თქმა უნდა. თითოეულმა ჩვენგანმა ძალიან კარგად გააცნობიერა, რამხელა პატივი იყო საქართველოსთვის სუპერთასის მასპინძლობა. ქორეოგრაფებმაც და მოცეკვავეებმაც საქმეში თავისი მაქსიმუმი ჩადეს და მაყურებლებისა და სპეციალისტების რეაქციებით თუ ვიმსჯელებთ, საქმეს თავი გავართვით. ისიც გავითვალისწინეთ, რომ მატჩს სხვადასხვა ეროვნებისა და გემოვნების მაყურებლები ესწრებოდნენ, თუმცა პუბლიკა ქართული ქორეოგრაფიით ძალიან მოიხიბლა.

ხომ არ უნდაველოდოთ, რომ `ერისიონს~ ამიერიდან საზღვარგარეთ არამხოლოდ დარბაზებში, არამედ სტადიონებზე საცეკვაოდაც მიიწვევენ?

ვნახოთ, გამორიცხულიარაფერია. ერთი მსგავსი შეთავაზება უკვე მივიღეთ, მაგრამ, მოდი, ეს სიურპრიზად დავტოვოთ. ფაქტია, სუპერთასმა `ერისიონი~ მთელ მსოფლიოს გააცნო, ჩვენი ანსამბლის ისტორიაში 11 აგვისტო განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს.

ლევანჯანეზაშვილი