სიახლეები

ირლანდია: ონილის 37

გაუზიარე

`რობი კინი მშვენიერ ფორმაშია~

ირლანდიის ნაკრების მწვრთნელმა მარტინ ონილმა დაასახელა ის 37 ფეხბურთელი, რომლებსაც სექტემბრის შესარჩევი შეხვედრებისთვის მოამზადებს. `მწვანე არმია~ 4 სექტემბერს გიბრალტარს სტუმრად ეთამაშება, ხოლო 7-ში დუბლინის `ავივას~ სტადიონზე საქართველოს უმასპინძლებს.

ირლანდიას 6 მატჩში 9 ქულა აქვს (2 მოგება, 3 ფრე, 1 წაგება) და მეოთხე პოზიციაზეა.

ონილმა მოახლოებულ შეხვედრებზე ისაუბრა:

`ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ სექტემბერში 6 ქულა უნდა ავიღოთ. ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია, რათა ოქტომბერში გერმანიასთან და პოლონეთთან მატჩებს აზრი ჰქონდეს. ჯგუფიდან გასვლის შანსი გვაქვს, ყველაფერი ჩვენს ხელშია. პირველად გიბრალტარს ვხვდებით და თავს მოდუნების უფლება არ უნდა მივცეთ. გიბრალტარ-გერმანიას ვუყურე და აუტსაიდერები ნახევარი საათის განმავლობაში მშვენივრად გამოიყურებოდნენ~.

ირლანდიელთა მწვრთნელმა ცალკეულ ფეხბურთელებზეც თქვა. მაგალითად, ნაკრების ყველა დროის საუკეთესო მეგოლეზე, რობი კინზე:

`ბოლო პერიოდში ბრწყინვალე ფორმაშია. მან რამდენიმე გოლი გაიტანა ლოს ანჯელეს გელექსიში. ერთ დღესაც, როცა რობი ბუცებს კედელზე ჩამოკიდებს, მის არყოფნას მწარედ ვიგრძნობთ. რობი 35 წლისაა, დროს კი უკან ვერ დავაბრუნებთ~.

აქვე, ონილის 37-კაციანი სიაც, რომელიც, რა თქმა უნდა, მომდევნო დღეებში შეიკვეცება:

მეკარეები: შეი გივენი (სტოკი), დევიდ ფორდი (მილუოლი), დარენ რენდოლფი (ვესტ ჰემი), კეირონ ვესტვუდი (შეფილდ უენსდეი), რობ ელიოტი (ნიუკასლი);

მცველები: სიმუს კოულმენი (ევერტონი), რიჩარდ კიუ, ალექს პირსი, კეირუს კრისტი (სამივე - დერბი), მარკ უილსონი (სტოკი), კეირონ კლარკი (ასტონ ვილა), ჯონ ოში (სანდერლენდი), პოლ მაკშინი (რედინგი), სტივენ უორდი (ბარნლი), გრეგ კანინგემი (ტრანმერი);

ნახევარმცველები: ჯეიმს მაკარტი, ეიდენ მაკგიდი (ორივეევერტონი), ჯეფ ჰენდრიკი (დერბი), ჰარი არტერი, იუნან ოკეინი (ორივე - ბორნმუთი), გლენ ველანი (სტოკი), ჯეიმს მაკლინი (ვესტ ბრომვიჩი), ალან იუჯი (ბრენტფორდი), რობი ბრეიდი, ვეს ჰულალანი (ორივე - ნორვიჩი), ენტონი პილკინგტონი (კარდიფი), სტივენ ქუინი (რედინგი), დევიდ მეილერი (ჰალი);

თავდამსხმელები: რობი კინი (ლოს ანჯელეს გელექსი, აშშ), ადამ რუნი (აბერდინი), შეინ ლონგი (საუთჰემპტონი), დერილ მერფი, დევიდ მაკგოლდრიკი (ორივე - იფსვიჩი), ჯონ ვალტერსი (სტოკი), კევინ დოილი (კოლორადო რაპიდსი, აშშ), ენტონი სტოუქსი (სელტიკი), საიმონ კოქსი (რედინგი).

როგორც ხედავთ, ირლანდიას პრემიერლიგის დიდ ხუთეულში (მანჩესტერ სიტი, მანჩესტერ იუნაიტედი, ჩელსი, არსენალი, ლივერპული) ფეხბურთელი არ ჰყავს და ამაზე ხშირად ჩივიან, თუმცა უვარსკვლავებოდაც საკმაოდ ძლიერი ნაკრებია.

ილიანანობაშვილი