სიახლეები

გულნარა გაბელია „ბარსელონას“ ეთამაშება

ქალთა ნაკრები
გაუზიარე

ნიონში, ქალთა შორის უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალის კენჭისყრა გაიმართა. ტურნირის მოქმედი გამარჯვებული „ფრანქფურტი“ პირველ შეხვედრას „სტანდარტთან“ გამართავს.  ქართველი ფეხბურთელი ქალის, გულნარა გაბელიასბიიკ–კაზიგიურთი“  კი კენჭისყრის შედეგად „ბარსელონას“ დაუწყვილდა.  პირველი შეხვედრები 2015 წლის  7/8, ხოლო საპასუხო 14/15 ოქტომბერს გაიმართება.

„ბარსელონა“ არაა ცუდი გუნდი. ბუნებრივია, მამაკაცთა ესპანური კლუბებისგან განსხვავებით,  ამ ქვეყნის ქალთა გუნდები ვერ მოვლენ გერმანულ ან ფრანგულ  ქალთა გუნდებთან, მაგრამ მაინც... პირველ თამაშს სახლში ვატარებთ. თანაბარი ბრძოლის მოლოდინში ვართ. ჩემი კლუბი, არ განეკუთვნება იმათ რიცხვს, ვინც თამაშებს უბრძოლველად თმობს. შეუძლებელი არაფერია და ჩვენც ბოლომდე ვიბრძოლებთ“,  –  განაცხადა კენჭისყრის დასრულების შემდეგ გულნარა გაბელიამ.

შეგახსენებთ, ქართველი ფეხბურთელის გუნდი, ქალთა შორის  ყაზახეთის ეროვნული ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე გახდა. ამას გარდა, გულნარა გაბელია 27 გატანილი გოლით, ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე, კვლავ ინარჩუნებს შანსს,  მეოთხედ გახდეს ყაზახეთის საუკეთესო ბომბარდირი.

სფფ–ს პრესსამსახური