სიახლეები

რევაზ არველაძემ კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინა

გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ ოფიციალურად წარადგინა კანდიდატურა ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც 3 ოქტომბერს გაიმართება. კანდიდატურის წარდგენისთანავე მან ფედერაციის შენობის წინ შეკრებილ ჟურნალისტებთან შემდეგი შინაარსის კომენტარი გააკეთა:

"პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ წესდების სრული დაცვით შევიტანე განცხადება და ოფიციალურად დავრეგისტრირდი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატად. ჩემი კანდიდატურა ფედერაციის რამდენიმე სუბიექტმა წარადგინა. ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ მათ შორისაა ვეტერან ფეხბურთელთა კავშირი. წარმდგენთა შორის არიან საფეხბურთო კლუბი ვიტ ჯორჯია, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის, იმერეთის, სამეგრელოს, გურიის რეგიონული ფედერაციები და ფუტსალის ასოციაცია.  მინდა, ყველა წარმდგენს დიდი მადლობა გადავუხადო. მსურს, ჩემი კონტაქტები ჩვენი ფეხბურთის განვითარებას მოვახმარო. მზად ვარ, განვიხილო ნებისმიერი წინადადება, რადგან სწორედ ერთობლივი მოქმედებებით იქნება შესაძლებელი მთავარი მიზნის მიღწევა– ქართული ფეხბურთის წარმატება მისი სწორად განვითარების გზით.

ასევე მინდა გაცნობოთ, რომ ხვალიდანვიჩერებ ყველა სახის აქტივობას, რაც დაკავშირებულია ფეხბურთის ფედერაციის ადგილობრივ საქმიანობასთან.ვიტოვებ მხოლოდ საერთაშორისო მიმართულებას. უახლოეს პერიოდში უეფას ეგიდით რამდენიმე სტრატეგიული ფორუმი გაიმართება, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ფეხბურთის შემდგომი განვითარებისთვის. აღნიშნული შეხვედრების შემდეგ, კერძოდ, 17 სექტემბრიდან, გადავდგები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის თანამდებობიდან". 

საგულისხმოა, რომ ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივანსარ აქვს თანამდებობის დატოვებისა ან უფლებამოსილების არჩევნებამდე შეჩერებისიურიდიული ვალდებულება. მან ეს ნებაყოფლობით, საკუთარი ინიციატივით გააკეთა, რაც ცალსახად პოზიტიურ ნაბიჯად უნდა შეფასდეს. როგორც ჩანს, ეს ერთგვარი გზავნილია კონკურენტების მიმართ, რომ არჩევნები Fაირ Pლაყ-ს პრინციპების სრული დაცვით ჩატარდეს.

ჟურნალისტებმა კომენტარი სთხოვეს ვეტერან ფეხბურთელთა კავშირის თავმჯდომარეს ვაჟა ჟვანიასაც: "ვადასტურებ, რომ ვეტერან ფეხბურთელთა კავშირმა ფედერაციის სხვა სუბიექტებთან ერთად პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა რევაზ არველაძე. როცა იმ კანდიდატებს, რომლებიც კენჭისყრას აპირებენ, არ აინტერესებთ ვეტერანი ფეხბურთელების, იგივე მურთაზ ხურცილავას, ალექსანდრე ჩივაძის, ოთარ გაბელიას თუ სხვათა აზრი, რეზი არველაძეს ეს ფაქტი უპირატესობას ანიჭებს საარჩევნო მარათონში, რადგან ის დღემდე ერთადერთია, ვინც შეგვხვდა და თავისი ხედვა გაგვიზიარა. ამასთანავე, ჩვენ კვლავაც მზად ვართ, შევხვდეთ და მოვუსმინოთ სხვა კანდიდატებსაც".

შეგახსენებთ, რომ რევაზ არველაძემდე კანდიდატურა უკვე დაარეგისტრირა უეფას მედიაოფიცერმა მამუკა კვარაცხელიამ, რომელიც საფეხბურთო კლუბმა გაგრამ წარადგინა.