სიახლეები

ნინო სუთიძეს თურქული „ქონაქი“ აკვირდება

ქალთა ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ცენტრალურ მცველს ნინო სუთიძეს თურქეთის ჩემპიონ „ქონაქ  ბელედიესპორში“ დაუძახეს. ქართველი ფეხბურთელი უკვე  რამდენიმე დღეა „ქონაქთან“ ერთად ვარჯიშობს.

„ხელშეკრულებაზე, ხელი ჯერჯერობით არ მომიწერია, მაგრამ გუშინ, ვარჯიშის შემდეგ კლუბის პრეზიდენტი შემხვდა. როგორც მითხრეს, კვირის ბოლომდე დამაკვირდებიან და მომავალი კვირის დასაწყისში კონტრაქტსაც გავაფორმებთ. მას შემდეგ რაც „ქონაქი“ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას გამოეთიშა, კლუბში რადიკალუი ცვლილებები მოხდა. გუნდიდან, მთავარი მწვრთნელიდან დაწყებული, ბევრი ფეხბურთელი გაუშვეს და ახლები მოიყვანეს. „ქონაქი“ გააძლიერეს. ახლა, თურქეთის ჩემპიონატისთვის ვემზადებით, რომელიც ოქტომბერში დაიყწება. ერთი, რაც ამ ეტაპზე ვიცით, ისაა, რომ უპირობოდ ჩემპიონები უნდა გავხდეთ“ – აღნიშნა ჩვენთან საუბარში ნინო სუთიძემ.

ნინო სუთიძე „ქონაქ  ბელედიესპორში“ ერთ წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. ქართველი ფეხბურთელი ამ ერთი წლის მანძილზე ბელურუსული „ნივა ბელკარდის“ ღირსებას იცავდა. მანამდე კი 3 წლის მანძილზე სწორედ „ქონაქ  ბელედიესპორის“ რიგებში ირიცხებოდა და თურქულ კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალშიც კი იასპარეზა. სხვათა შორის, ნინო სუთიძე, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების კიდევ ერთი წევრის გულნარა გაბელიას მსგავსად იმ ქართველ ქალ ფეხბურთელთა შორისაა, რომლებსაც ქალთა შორის უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის შემდგომ ტურებში აქვთ თამაშები გამართული. რაც შეეხება თურქულ კლუბს, გემახსოვრებათ, რომ მის ღირსებას კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი და საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების წევრი ტატა მატვეევა იცავდა. თუმცა, ტატას ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის არც სამზადისში და არც შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.

სფფ–ს პრესსამსახური