სიახლეები

სფფ-ის აღმასკომი ყრილობამდე ბოლოჯერ შეიკრიბება

აღმასრულებელი კომიტეტი
გაუზიარე

დღეს, 17:00 საათზე, სფფ-ის აღმასკომი საარჩევნო ყრილობამდე ბოლო სხდომას გამართავს. დღის წესრიგი და თემატიკა, რა თქმა უნდა, საარჩევნო იქნება. 

შეგახსენებთ, რომ სფფ-ის XXIV საარჩევნო ყრილობა ხვალ, 3 ოქტომბერს, სასტუმრო "ჰოლიდეი ინ"-ში გაიმართება. 10:00 საათიდან, დელეგატებისა და მედიის რეგისტრაცია დაიწყება. 11:00 საათიდან კი, ყრილობა მუშაობას შეუდგება.

სფფ-ის პრესსამსახური