სიახლეები

მატვეევამ ნორვეგიული ანგარიში გახსნა

ქალთა ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ტატა მატვეევა, დღეს ნორვეგიის ქალთა ეროვნულ ჩემპიონატში, „ტოპლიგაში“,  თავისი პირველი გოლი გაიტანა. მატვეევას Harstad Medkila Il -მა შინ ერთ-ერთი ლიდერი გუნდი Klepp-ი მიიღო და დიდი ანგარიშით 5:1 დაამარცხა. მატვეევამ გოლო მე-15 წუთზე კუთხურიდან ჩაახვია და საკუთარი კლუბი ანგარიშით 2:0 დააწინაურა. მატჩის ბოლოს კი მატვეევა საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

„კმაყოფილი ვარ ჩემი გუნდის და საკუთარი თამაშით. დღეს განსაკუთრებულად ბედნიერი ვარ, რადგან გოლის გატანა მოვახერხე. „ტოპლიგაში“, მხოლოდ მესამე შეხვედრა ჩავატარე და ვიმედოვნებ, რომ კიდევ მექნება შანსი გოლების გატანის. დღევანდელი მეტოქე საკმაოდ ძლიერი კლუბია და ნორვეგიაში მესამეა რეიტინგებში.  ჩემი კლუბი კი, სასტარტო წარუმატებლობის შემდეგ გაძლიერდა და ნელ-ნელა „ამოვქაჩეთ“. მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე უკვე სოლიდურად მოძლიერებულები ვართ და სეზონის ბოლომდე ჩვენი სატურნირო მდგომარეობის გამოსწორებასაც მოვახერხებთ“.

ქართველი ფეხბურთელის გუნდი ნორვეგიის „ტოპლიგაის“ დასრულებამდე 4 ტურით ადრე ჯერჯერობით ბოლო ადგილზეა, დღეს მიმდინარე ჩემპიონატში  მეორე გამარჯვება იზეიმა და 10 ქულა დააგროვა. რაც შეეხება ტატა მატვეევას, Harstad Medkila Il-თან  ხელშეკრულებაზე მას ხელი  2015 წლის ბოლომდე აქვს მოწერილი.

 სფფ–ის პრესსამსახური