სიახლეები

დინამო გალიდერდა, მეშვიდე ტურში შვიდივე მასპინძელმა მოიგო

გაუზიარე

სანამ “ჰოლიდეი ინში” ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევას საათობით ველოდით, უმაღლესი ლიგის მეშვიდე ტურის ოთხი მატჩი დაიწყო და დასრულდა კიდეც. ცხადია, საარჩევნო ციებ-ცხელებამ სრულად დაჩრდილა მოედანზე მიმდინარე ამბები, მაგრამ საქართველოს ჩემპიონატს თავისი წილი ყურადღება მაინც ეკუთვნის. ტური კვირას გაგრძელდა, თუმცა უმთავრესი მოვლენები სწორედ ყრილობის დღეს განვითარდა. 

უმთავრესი ამბავი ლიდერის ცვლილებაა. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა დილამ ეს სტატუსი წინა ტურში, უმთავრესი კონკურენტის, დინამო თბილისის ძლევით მოიპოვა. თუმცა შიდაქართლელთა პირველობამ მხოლოდ ერთ კვირას გასტანა. დილას სამტრედიაში `ჩვეულებრივი~ ანგარიშით რომ წაეგო, ეგებ, დიდ მოულოდნელობად არც შეგვეფასებინა, მაგრამ 0:5-მა აშკარად გადააჭარბა ყოველგვარ მოლოდინს. გაახალგაზრდავებულმა სამტრედიამ სტუმრები ყველა კომპონენტში დაჯაბნა და არა მხოლოდ ტურის, არამედ ჩემპიონატის ერთ-ერთი ხმაურიანი სენსაცია შემოგვთავაზა. ვიმეორებთ, სენსაციური შედეგზე მეტად, ანგარიშია...

დილას ეს მარცხი ძვირად დაუჯდა – ერთბაშად სამი პოზიცია დაკარგა და ლიდერობიდან მეოთხე ადგილამდე ჩაინაცვლა. გორელებს გადაასწრეს სამტრედიელებმაც და ბოლნისელებმაც. სიონმა, სამტრედიას მსგავსად, სოლიდური სხვაობით მოიგო. ქვემოქართლური კლუბის აღმავლობა გრძელდება – წინა, ჩაგდებული სეზონის შემდეგ სიონი საოცრად გარდაისახა და დღემდე წაუგებელია.

ტურის ერთი ცენტრალური მატჩი სამტრედიაში გაიმართა, მეორე კი თბილისში, “დინამო არენაზე”. ერთმანეთის წინააღმდეგ ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი და მესამეადგილოსანი წარდგნენ. ასეც რომ არ ყოფილიყო, დინამოების დაპირისპირებას საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ბათუმელები ამ სეზონს არასტაბილურად ატარებენ და შაბათსაც ხელი მოეცარათ. ოთარ კიტეიშვილის გოლით დედაქალაქელებმა იმარჯვეს, რითაც ლიდერობა დაიბრუნეს.

ცხინვალმა სოლიდურად მოიგო. სეზონში უკვე მეოთხე დუბლი შეასრულა ნიკა კაჭარავამ, რითაც ბომბარდირთა დავაში ერთპიროვნულად დაწინაურდა.

ქუთაისში უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულთა ურთიერთშეხვედრა გაიმართა, სადაც თერჯოლის საპოვნელამ თბილისის ლოკომოტივს აჯობა. საბურთალო ქობულეთში წაგებით კიდევ უფრო დაშორდა ლიდერთა ჯგუფს, ჩიხურამ კი იმერულ დერბიში ტორპედო გაანადგურა. ქუთაისელები, რომლებიც სეზონის დაწყებამდე ევროსაგზურის რეალურ პრეტენდენტებად მიიჩნეოდნენ, სადღეისოდ მხოლოდ მეათე პოზიციაზე არიან.

როგორც ხედავთ, ტურის შვიდივე მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა. ტური არასრული გამოდგა, რასაც სამწუხარო მიზეზი აქვს – გურია-ზუგდიდის შეხვედრა მასპინძელთა მეკარის, მიხეილ გოგუაძის ტრაგიკული დაღუპვის გამო გადაიდო.

ლევან ჯანეზაშვილი

დინამო თბ-დინამო ბთ 1:0
3 ოქტომბერი. თბილისი. “დინამო არენა”. 800 მაყურებელი
1:0 კიტეიშვილი (73)
დინამო თბ: ჰრდლიჩკა, გველესიანი, რენე ფერეირა, ტვილდიანი (ზ. ჭელიძე 90), გ. თევზაძე, პარუნაშვილი, ჯიღაური, ცინცაძე, ს. ლობჟანიძე (ვოლკოვი 58), კიტეიშვილი, გ. ქვილითაია (არაბული 69)
სათადარიგოები: გუგეშაშვილი, ჯანელიძე, გ. გურული
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
დინამო ბთ: მ. ალავიძე, მგელაძე, სუხიაშვილი, ბ. მახარაძე, ქათამაძე, ჩირიკაშვილი (აბუსელიძე 80), შონია (ვარშანიძე 20), ქავთარაძე, გოგიტიძე, ნ. დიასამიძე (ლუის ალბერტო 56), ბერიაშვილი
სათადარიგოები: ტაკიძე, კვანტალიანი, ტეტუნაშვილი, ვ. თევდორაძე
მწვრთნელი: შოთა ჭეიშვილი
მსაჯი: ლაშა სილაგავა

საპოვნელა-ლოკომოტივი 2:1
3 ოქტომბერი. ქუთაისი. “რამაზ შენგელია”. 500 მაყურებელი
0:1 ხიდეშელი (30), 1:1 ბუხაიძე (45), 2:1 ტყეშელაშვილი (89)
საპოვნელა: გიორგაძე, ბერუაშვილი, ზ. ენდელაძე, ჯიმშელეიშვილი, რობაქიძე, ბანძელაძე (გ. ალავიძე 81), ცქიფურიშვილი (შუღლაძე 59), აბესაძე (მურადაშვილი 42), ამბროლაძე, ტყეშელაშვილი, ბუხაიძე
სათადარიგოები: ბუცხრიკიძე, ნ. შალამბერიძე, კახათელიძე, ზეინკლიშვილი
მწვრთნელი: მირიან გეწაძე
ლოკომოტივი: მიქავა, ხიდეშელი, ღაღანიძე, სულთანიშვილი, უბილავა, გ. კიკნაძე (პაპუაშვილი 54), ქიქავა, ჩიხლაძე, ზ. ქანთარია (თექთურმანიძე 63), დუმბაძე (ჩიტეიშვილი 46), მ. გავაშელიშვილი
სათადარიგოები: გეთიაშვილი, ღვინაშვილი, ართმელაძე, ლ. შეროზია
მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე
გაფრთხილება: ცქიფურიშვილი (47), ქანთარია (52), ბერუაშვილი (55), რობაქიძე (71)
მსაჯი: ლევან კვარაცხელია

სამტრედია-დილა  5:0
3 ოქტომბერი. სამტრედია. “ეროსი მანჯგალაძე”. 1 500 მაყურებელი
1:0 ზივზივაძე (12), 2:0 სანდოხაძე (42), 3:0 ა. ენდელაძე (45), 4:0 ა. ენდელაძე (58), 5:0 სიხარულიძე (77)
სამტრედია: მეშველიანი, მთივლიშვილი (იოსელიანი 82), სანდოხაძე, შერგელაშვილი, გ. დათუნაიშვილი, ცნობილაძე, ა. ენდელაძე (გოგიაშვილი 66), რაჟამაშვილი, სიხარულიძე, დ. ჯიქია (გ. მჭედლიშვილი 75), ზივზივაძე
სათადარიგოები: თებიძე, ბ. ცინცაძე, ახალაძე, მარკოზაშვილი
მწვრთნელი: გია ცეცაძე
დილა: შევჩენკო, ნავალოვსკი, კვახაძე, თ. ღონღაძე (ხურცილავა 25), ქარქუზაშვილი, ფალავანდიშვილი, გვალია, ერისთავი (ილურიძე 61), ნონიკაშვილი (გოგუა 46), მარცვალაძე, მოდებაძე
სათადარიგოები: მუჯრიშვილი, კვირკველია, პაპავა, მაშუკოვი
მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
გაფრთხილება: ქარქუზაშვილი (30), ა. ენდელაძე (34), ფალავანდიშვილი (39), ერისთავი (40), მთივლიშვილი (41), შერგელაშვილი (47), ჯიქია (59)
მსაჯი: აბდულა ბასლეჰლო

ცხინვალი-კოლხეთი 5:1
3 ოქტომბერი. თბილისი. “მიხეილ მესხი” (სათადარიგო). 300 მაყურებელი
1:0 მაისაშვილი (10), 2:0 ზ. ლობჟანიძე (48), 3:0 მახარობლიძე (52), 3:1 გოგონაია (72 პენ), 4:1 კაჭარავა (78), 5:1 კაჭარავა (86)

სიონი-მერანი 3:0
1:0 ტატანაშვილი (15), 2:0 ტატანაშვილი (29), 3:0 უგულავა (89)
4 ოქტომბერი. ბოლნისი. “თამაზ შტეფანია”. 400 მაყურებელი
1:0 ტატანაშვილი (15), 2:0 ტატანაშვილი (29), 3:0 უგულავა (89)
სიონი: ნანიევი, სვანიძე, დ. საჯაია, რაზმაძე, გოგობერიშვილი, კ. შალამბერიძე (გიორბელიძე 77), გაფრინდაშვილი, ჯაფიაშვილი, მანჯგალაძე, ტატანაშვილი (უგულავა 66), ისიანი (მიქაბერიძე 66)
სათადარიგოები: მერლანი, ვასაძე, ჭიკაიძე, ო. კობახიძე
მწვრთნელი: ვარლამ კილასონია
მერანი: ზარქუა, გეგია, მარაქველიძე, ლ. კუტალია (გოგოლიძე 78), შ. გვაზავა, ჯღამაია (შალიკაშვილი 30), გ. შალამბერიძე, გაზდელიანი (აშორტია 53), პაპადოპულოსი, დ. ციცხვაია, ი. ციცხვაია
სათადარიგოები: სევოსტიანენკო, ციკოლია, პაჭკორია, რუხაია
მწვრთნელი: გალაქტიონ ჭუბაბრია
გაფრთხილება: გოგობერიშვილი (50), მარაქველიძე (69), გეგია (79), შალიკაშვილი (82)
მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია

ჩიხურა-ტორპედო 3:0
1:0 კუჭუხიძე (40), 2:0 ჩიკვაიძე (57), 3:0 სარდალიშვილი (90) 

შუქურა-საბურთალო 1:0
1:0 ჩელებაძე (68)

გურია-ზუგდიდი გადაიდო


1. დინამო თბ 7 6 0 1 20-5 18
2. სიონი 7 5 2 0 11-3 17
3. სამტრედია 7 5 1 1 22-10 16
4. დილა 7 5 1 1 11-6 16
5. ცხინვალი 7 5 0 2 20-12 15
6. ჩიხურა 7 4 1 2 12-4 13
7. შუქურა 7 3 1 3 7-6 10
8. საბურთალო 7 3 1 3 8-11 10
9. დინამო ბთ 7 2 3 2 12-7 9
10. ტორპედო 7 2 2 3 8-10 8
11. გურია 6 1 2 3 5-8 5
12. საპოვნელა 7 1 2 4 4-15 5
13. ლოკომოტივი 7 1 1 5 7-11 4
14. კოლხეთი 7 1 1 5 2-11 4
15. მერანი 7 1 0 6 5-21 3
16. ზუგდიდი 6 0 2 4 7-21 2

ბომბარდირები
კაჭარავა (ცხინვალი) 8
ბერიაშვილი (დინამო ბთ) 6
სიხარულიძე (სამტრედია) 6