სიახლეები

35-ე სკოლის გოგონებმა პირველი ამხანაგური მოიგეს

ქალთა ფეხბურთი
გაუზიარე

კვირას, ტექნიკური ცენტრი „ბასას“ სათადარიგო მოედანზე ქალთა შორის ამხანაგური შეხვედრა გაიმართა. თბილისი 35-ე სკოლის გოგონათა გუნდი, სომხეთის ქალაქ გიუმრის გოგონათა გუნდს დაუპირისპირდა და 3:1 გაიმარჯვა. ანგარიში ქართველემა ფეხბურთელებმა გახსნეს. თბილისელთაგან გოლები ქრისტინა კენჭოშვილმა და ორიც მეორე ტაიმში თეონა ბაქრაძემ გაიტანეს. 35-ე სკოლის შემადგენლობაში საქართველოს გოგონათა U17-ის წევრები მარიან ჯანიკაშვილი, თამარ ეპიტაშვილი, ეკატერინე ხარაიშვილი, იანა ჯაოიანი თამაშობდნენ. 35-ე სკოლის გოგონათა გუნდში, რომელიც 6 თვეა შეიქმნა, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების წევრები მარიამ დანელია და თეონა ბაქრაძეც  ასპარეზობენ.

სს 35-ე სკოლა: თამარ საბიაშვილი, მარიამ ჯანიკაშვილი, ქრისტინე კენჭოშვილი, ნინო მახარაძე (მარიამ კომაძე), თამარ ეპიტაშვილი, ანასტასია ბოლქვაძე (თეონა ბაქრაძე), ნათია დანელია (ანი მინაძე,), ელენე რაუხი, ანჟელიკა გურევიჩი, ეკატერინე ხარაიშვილი, იანა ჯაოიანი (მარიამ დანელია).

 ამხანაგური შეხვედრა სომხეთის მხარის ინიციატივით მოეწყო. მეზობელ ქვეყანაში 2 კვირაში ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატის ბოლო ეტაპი გაიმართება და გიურმრის გუნდიც სწორედ ამ თამაშისთვის ემზადება. სომხეთში გოგონათა შორის 13 გუნდიანი ჩემპიონატი 4 წრედ ტარდება.

გურამ კანდალია, სს 35-ე სკოლის მთავარი მწვრთნელი: „შედეგით კმაყოფილი ვარ, მაგრამ თამაშის ხარისხით არა. მოგხსენებათ, ჩვენი გუნდი, რომელიც მხოლოდ 6 თვის წინ შეიქმნა, „მარაკანას“ სათადარიგო, პატარა მოედანზე ვარჯიშობს. „ბასას“ მოედანზე გამოსვლა მათთვის სიახლე იყო, ამიტომ ნერვიულობაც ემჩნეოდათ. თუმცა ეს დეტალები გამოსწორდება, რადგან ბოლო პერიოდი, ქალთა ფეხბურთს ფედერაციამ, გასულ წლებთან შედარებით უფრო აქტიური მხადაჭერა დაიწყო“.

სფფ-ის პრესსამსახური