სიახლეები

სფფ-ის აღმასკომი ყრილობამდე შეიკრიბა

აღმასრულებელი კომიტეტი
გაუზიარე

დღეს სფფ-ის აღმასრულებელი კომიტეტის მოქმედი შემადგენლობის ბოლო სხდომა გაიმართა.

აღმასკომმა 18 ნოემბერს დაგეგმილ 25-ე რიგგარეშე ყრილობის დღის წესრიგი და აღმასრულებელი კომიტეტის წევრობის კანდიდატთა სია დაამტკიცა.

აღმასკომის წევრობის კანდიდატთა სია ასე გამოიყურება:

1. აკაკი ალადაშვილი -საქართველოს ფუტსალის ასოციაცია
2. მურად ანჯაფარიძე - აფხაზეთის ა/რ ფეხბურთის ფედერაცია
3. რუსლან ბაქრაძე - საქართველოს ინვალიდ-ამპუტანტ ფეხბურთელთა ლიგა
4. თემურ ბოჭორიშვილი - იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია
5. სერგო გაბელაია - სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაცია
6. ალექსანდრე იაშვილი - საქართველოს ფეხბურთის მუშაკთა პროფკავშირი
7. ილია ინჯია - ს.კ. მარტვილის მერანი
8. სერგო კვარაცხელია - სამეგრელო-ზ. სვანეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია
9. გელა მაისურაძე - სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია
10. ლაშა მინდელი - ქვემო ქართლის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია
11. გიორგი რევაზიშვილი - შიდა ქართლის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია
12. გოჩა როსტომაშვილი - კახეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია
13. ნინო სორდია -   ქალთა ფეხბურთის ფედერაცია
14. თენგიზ სულაქველიძე - საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა კავშირი
15. რომან ფიფია - ს.კ. დინამო თბილისი
16. სერგო ფუტკარაძე - ს.კ. ზესტაფონი
17. ლევან ყიფიანი - ბიჩ-სოკერის ასოციაცია
18. ბესიკ ჩიხრაძე -  ს.კ. `გაგრა
19. კახა ჭუმბურიძე - ქ. თბილისის ფფ
20. გოჩა ჯამარაული -  ს.კ. მეტალურგი  რუსთავი
21. ნიკოლოზ ჯღარკავა -     ეზოს ფეხბურთის ასოციაცია

 

შეგახსენებთ, რომ სფფ-ის რიგგარეშე ყრილობა სასტუმრო ჰოლიდეი ინნ-ში ამა წლის 18 ნოემბერს, 16:00 საათზე გაიმართება.

 

სფფ-ის პრესამსახური