სიახლეები

U19 - ელიტ რაუნდში ვართ !

გაუზიარე

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე გადამწყვეტი მატჩი გამართა და სასურველი შედეგიც დააფიქსირა. ჩვენმა გუნდმა ფრედ 0-0 ითამაშა, მთავარმა კონკურენტმა უელსმა კი, საკუთარი მატჩი 2-3 დათმო. შესაბამისად ვასილ მაისურაძის შეგირდებს ოთხი ქულა დაუგროვდათ, ბრიტანელებს კი სამი. ჯვაროსნებმა ჯგუფური ეტაპი საკმაოდ მძიმედ ჩაატარეს, მაგრამ ელიტ რაუნდის საგზურის მოპოვება მაინც მოახერხეს და ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრადაც იბრძოლებენ.

საქართველო
U19 - ავსტრია U190-0

თბილისი, „მიხეილ მესხი“

საქართველო U19 : გოშაძე ; ნადარაია ; ლოჩოშვილი ; კაკიაშვილი ; ართმელაძე ; ბაშალეიშვილი (66’ ალთუნაშვილი) ; მამუჩაშვილი ; კომახიძე ; კიკნაძე (80’ გვარაძე) ; გოშთელიანი () ; მიქელთაძე (66’ ბიძინაშვილი)

მთ. მწვრთნელი : ვასილ მაისურაძე

ავსტრია U19 : გატლერი ; პოში ; მარანდა ; ინგოლიში ; კრაინცი () ; კაუფმანი ; ლაიმერი (46’ პროკოპი) ; გაში ; შლაგერი ; პავლოვიჩი (72’ იაკუპოვიჩი) ; გმეინერი (87’ გრაბოვაჩი)

მთ. მწვრთნელი : რუპერტ მარკო

მსაჯები : ალან ბიერი ; ალან ჰეინიგერი (ორივე შვეიცარია) ; უროშ სტოიკოვიჩი ; სრდიან იოვანოვიჩი (სათადარიგო) (ორივე სერბეთი)

გაფრთხილება : 32’ კაკიაშვილი ; 39’ გოშთელიანი ; 42 ლაიმერი ; 57’ შლაგერი ; 59’ ართმელაძე ; 87’ სტეფან პოში

სფფ-ის პრესსამსახური