სიახლეები

U21 - საქართველო - შვედეთი 0-1 [ვიდეო]

გაუზიარე

დასანანი მარცხი განიცადა საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა. თეთრ-წითლებმა გორში შვედეთს უმასპინძელს და მიუხედავად დიდი უპირატესობისა მაინც დამარცხდნენ. ალექსანდრე ჩივაძის შეგირდებმა მეტოქის კართამ უამრავი მომენტი შექმნეს, მაგრამ ხან თვითონ ვერ ურტყამდნენ ზუსტად ხანაც სკანდინავიელთა მეკარე ყოჩაღობდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მეორე ტაიმის საწყისი წუთებით, როდესაც ჯვაროსნებს ზედიზედ რამდენჯერმე მართებდათ გატანა. საბოლოოდ სტუმრებმა მოახერხეს თამაშის დასტაბილურება და 72-ე წუთზე ქერიმ მრაბტიმ გამარჯვების გოლიც გაიტანა. ამ მარცხით ჩვენმა გუნდმა ევრო პირველობაზე მოხვედრის ყველანაირი შანსი დაკარგა, შვედებმა კი, პირიქით დიდი ნაბიჯი გადადგეს სასურველი ადგილის დასაკავებლად.

საქართველო
U21 - შვედეთი U210-1

გორი, „თენგიზ ბურჯანაძე“

საქართველო U21 : 1. ქურდაძე ; 2. გეგჭკორი ; 3. დვალი () ; 5. უბილავა ; 7. აბურჯანია ; 8. პაპუნაშვილი ; 10. ლობჟანიძე ; 13. კიტეიშვილი ; 15. ცნობილაძე ; 11. კაჭარავა ; 14. ფანცულაია

მთ. მწვრთნელი : ალექსანდრე ჩივაძე

შვედეთი U21 : 1. კაიტოფტი ; 2. ვალქვისტი ; 3. სტარკე ჰედლუნდი ; 4. ნილსონი ; 5. ლუნდქვისტი ; 7. ტიბლინგი () ; 9. ოლსონი ; 10. მრაბტი ; 6. ტანკოვიჩი ; 11. ენგვალი

მთ. მწვრთნელი : ჰაკან ერიქსონი

მსაჯები : ბენუა მილოტი ; სტეფან ლუსი ; ჟულიენ პასელი ; ჟერომ მიგელგორი (სათადარიგო) (ყველა საფრანგეთი)

გაფრთხილება : 33’ მუამერ ტანკოვიჩი ; 53’ იოაკიმ ნილსონი ; 66’ ოთარ კიტეიშვილი ; 81’ დაჩი ცნობილაძე

გოლი : 71’ ქერიმ მრატბი



სფფ-ის პრესსამსახური