სიახლეები

U21 - მწვრთნელებმა საქართველო - შვედეთი შეაფასეს

გაუზიარე
გორში გამართული ევროპის 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის დასრულების შემდეგ, ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მატჩი შეაფასა და ჟურნალისტებისთვის მცირე კომენტარი გააკეთა. 

ალექსანდრე ჩივაძე:
"გუნდის თამაშით უკმაყოფილო არ ვარ. დღევანდელი წაგება დასანანია, თუმცა როდესაც არ იყენებ საგოლე მომენტებს სხვა შედეგი არ იქნება. ბიჭებმა მოედანზე მთელი გული და სული დადეს. დღეს ვერ მოვიგეთ და ამით ჯგუფინდან გასვლის ყველა შანსი დავკარგეთ."

ჰაკან ერიქსონი: "ქართველებთან თამაში ძალიან გაგვიჭრდა. არ ველოდი , მაგრამ ძლიერი გუნდი აღმოჩნდა საქართვგელო. გაოცებული ვარ მოგებით, რადგან ბევრი ფეხბრთელი გვყავდა ტრამვირებული და მოსამზადებელი პერიოდი მათ გარეშე გავიარეთ. მომავალში ძალინ გაგვიჭრდება, რადგან ესპანეთის წინააღმდეგ გვიწევს თამაში და ის ჯგუშის უდაო ლიდერია, ადვილი თამაში, არც ხორვატებთან გვიწევს."

სფფ-ის პრესსამსახური, გორი