სიახლეები

"Refresh კურსი" ლიცენზირებული მწვრთნელებისთვის

გაუზიარე

15 დეკემბრიდან, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა განათლების განყოფილება იწყებს "Refresh კურსს" A და B კატეგორიის ლიცენზირებული მწვრთნელებისთვის.

სამ წელიწადში ერთხელ, ლიცენზიას გასდის მოქმედების ვადა და ამის შემდეგ, საჭიროა ე.წ. "Refresh"-ი. 

დაინტერესებულ მწვრთნელებს განაცხადების შემოტანა შეუძლიათ არაუგვიანეს 5 დეკემბრისა, სფფ-ის შესაბამის განყოფილებაში. განაცხადი შეივსება ადგილზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სფფ-ის მწვრთნელთა განათლების მენეჯერს - ვაკო დარსაძეს.

გისურვებთ წარმატებებს!

სფფ-ის პრესსამსახური