სიახლეები

პირველი ლიგის კლუბების ლიცენზირება

სფფ
გაუზიარე
როგორც ვიუწყებოდით, საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის კლუბებს ა/წ 10 ნოემბრამდე ნებაყოფლობით უნდა წარმოედგინათ წერილობითი დადასტურება 2016/2017წწ. კლუბების ლიცენზირების პროცესში მონაწილეობაზე. დადგენილ ვადაში, სფფ-მ მიიღო დასტური შემდეგი კლუბებისგან:
- „ლიახვი“- „სამგურალი“- „ბორჯომი“- „გაგრა“- „ვიტ ჯორჯია“- „მაჭახელა“- „ოდიში“- „ჭიათურა“
სწორედ ეს კლუბები შეუერთდებიან უმაღლესი ლიგის 16 კლუბს 2016/2017წწ. ლიცენზირების პროცესის გასავლელად, რომელიც წელს, ნოემბრის ბოლოს დაიწყება და 2016წ. გაზაფხულამდე გასტანს.საბოლოო გადაწყვეტილებები ეროვნული და უეფას ლიცენზიების გაცემასთან დაკავშირებით 31 მაისამდე გახდება ცნობილი.სფფ-ის კლუბების ლიცენზირებისა და მონიტორინგის ადმინისტრაცია