სიახლეები

ვიცე-პრეზიდენტების წარდგენა [ვიდეო]

სფფ
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა ვიცე პრეზიდენტები დაამტკიცა. ლევან კობიაშვილის მიერ წარდგენილმა კანდიდატებმა, ნიკოლოზ ჯღარკავამ და კახა ჭუმბურიძემ აღმასკომის წევრების სრული მხარდაჭერა მოიპოვეს.ნიკოლოზ ჯღარკავა 2006 წლიდან ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე" მუშაობდა. 2011 წლიდან „დინამო არენას“ დირექტორი იყო. მიმდინარე წლის იანვრიდან კი საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისის“ აღმსრულებელი დირექტორის პოსტს იკავებდა. ჯღარკავამ 2015 წელს უეფას საფეხბურთო მენეჯმენტის კურსი წარმატებით დაამთავრა.

კახა ჭუმბურიძე ვეტერანი ფეხბურთელი, 2000-2002 წლებში საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ დირექტორის პოსტს იკავებდა. 2003-2004 წლებში „დინამო თბილისის“ აკადემის დირექტორი იყო, მომდევნო წელს კი კლუბის სპორტული დირექტორი გახდა. 2007 წლიდან დღემდე საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ გენერალურ დირექტორად მუშაობდა.ორივე ვიცე პრეზიდენტი კონკრეტულ დეპარტამენტებს უხელმძღვანელებს. სფფ-ის ვიცე პრეზიდენტებმა საფეხბურთო კლუბებში პოსტები უკვე დატოვეს.

აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა ფუტსალის ეროვნულ ჩემპიონატში მოსალოდნელ ცვლილებებზე, ფეხბურთში ილია კოკაიას საფეხბურთო საქმიანობის აღდგენასა და საფეხბურთო კლუბ „გურიას“ მხრიდან მწვრთნელებისადმი არსებულ ფინანსურ დავალიანებაზე მედიის წარმომადგენლებთან ისუბრა.



ვიცე-პრეზიდენტების წარდგენა - ფოტოალბომი

სფფ-ის პრესსამსახური