სიახლეები

C ლიცენზიის მორიგი კურსი დაიწყო

გაუზიარე

სფფ-მ C ლიცენზირების მორიგი კურსი დაიწყო. ახალი ჯგუფის პირველი სასწავლო დღე გუშინ იყო. კურსი ათი დღე გაგრძელდება და განათლებას 27 მონაწილე მიიღებს. სწავლების პროცესი "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე მიმდინარეობს.

კურსის დაწყებისას, მონაწილეებს შეხვდა სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი - კახა ჭუმბურიძე და მათ წარმატება უსურვა. 

აქვე შეგახსენებთ, რომ C ლიცენზიის სწავლება გაგრძელდება უწყვეტ რეჟიმში. მსურველებს კი, განაცხადების შემოტანა შეუძლიათ ნებისმიერ სამუშაო დღეს, სფფ-ის შესაბამის განყოფილებაში.

სფფ-ის პრესსამსახური