სიახლეები

დინამოს მეოთხე გამარჯვება [ვიდეო]

ეროვნული ლიგა
გაუზიარე

12 მარტს უმაღლესი ლიგის მე-20 ტურის მორიგი შეხვედრები გაიმართა. სამტრედიაში ერთმანეთს გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი, თბილისი „დინამო“ და „ზუგდიდი“ დაუპირისპირდნენ. უხვგოლიანი და დაძაბულ შეხვედრაში თბილისელებმა იმარჯვეს. ძალიან ცუდად დაიწყო მეორე წრე დედაქალაქელთა მთავარმა კონკურენტმა, გორის „დილამ“. ქართლელებმა საწყის ოთხ ტურში მხოლოდ სამი ქული მოგროვება მოახერხეს და ლიდერს უკვე 14 ქულით ჩამორჩებიან. მე-20 ტურის შეხვედრაში საკუთარ მოედანზე მათ საჩხერის „ჩიხურა“ მიიღეს და ფრედ, 1-1 ითამაშეს. მიმდინარე ტურის დარჩენილი შეხვედრები 13 მარტს ჩატარდება.

ზუგდიდი - დინამო თბ 2-3

სამტრედია, „ეროსი მანჯგალაძე“

ზუგდიდი: ჯომიდავა, გაგოშიძე, მაჩაიძე, ჩუკვურა, ტყემალაძე, სიხარულია (69’ ლაშხია), სამუშია, ს. მალანია (59’ ქირია), კოვალენკო, ჩანადირი, ქობალია (60’ შეველი)

მთ. მწვრთნელი: იური ბაკალოვი

დინამო თბ: ბეგაშვილი, ამისულაშვილი, ჭელიძე, უ. ლობჟანიძე, გველესიანი, თევზაძე (58’ გურული), ჯიღაური, კიტეიშვილი, იაშვილი (85’ რენე), არაბული (71’ ჯანელიძე), ქვილითაია

მთ. მწვრთნელი: იურაი იარაბეკი

მსაჯები: გ. ყრუაშვილი, დ. ჩიგოგიძე, დ. კურტანიძე, პ. მაჭარაძე (სათადარიგო)

გაფრთხილება: 26’ უ. ლობჟანიძე, 30’ თევზაძე (ორივე დინამო თბ), 51’ მაჩაიძე (ზუგდიდი), 54’ ამისულავილი (დინამო თბ), 67’ შეველი, 90’ ქირია (ორივე ზუგდიდი), 90’ კიტეიშვილი (დინამო თბ)

გოლები: 1-0 არაბული (18), 1-1 ს. მალანია (31), 1-2 ჭელიძე (52), 2-2 შეველი (66), 2-3 ჯიღაური (70)



დილა - ჩიხურა 1-1

გორი, „თენგიზ ბურჯანაძე“

დილა: მუჯირიშვილი, კვახაძე, ხურცილავა, ბაგაევი, სამხარაძე, ძარია, თექთურმანიძე (60’ ღონღაძე), ფალავანდიშვილი, ნონიკაშვილი, მოდებაძე (80’ მარცვალაძე), ჩელებაძე (68’ ახალკაცი)

მთ. მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

ჩიხურა: ჰამზიჩი, კაშია, ჩიკვაიძე, განუგრავა, დობროვოლსკი, ჭანკოტაძე (76’ ლოვრეჩიჩი), კორიფაძე, თ. კირკიტაძე (30’ სარდალიშვილი), კუჭუხიძე, ენუქიძე, ვოლკოვი (61’ დ. კირკიტაძე)

მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

მსაჯები: ი. კვირიკაშვილი, ლ. ვარამიშვილი, ი. უკლება, გ. ავაზაშვილი (სათადარიგო)

გაფრთხილება: 22’ ნონიკაშვილი, 29’ ჩელებაძე, 40’ თექთურმანიძე (სამივე დილა), 76’ კირკიტაძე, 90’ კუჭუხიძე, 90’ ენუქიძე (სამივე ჩიხურა)

გოლები: 1-0 მოდებაძე (4), 1-1 სარდალიშვილი (45)


ფოტო/ვიდეო: www.fcdinamo.ge

სფფ-ს პრესსამსახური