სიახლეები

მესამე ტური გადამწყვეტია [ვიდეო]

გაუზიარე

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ელიტ-რაუნდის მეორე ტურში "მიხეილ მესხის" სტადიონზე რუსეთთან 0:1 წააგო. მატჩის ერთადერთი ბურთი პირველი ტაიმის ბოლო წუთზე გავიდა, როცა გრულევმა კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს ზუსტი თავური მიაყოლა.

ვასილ მაისურაძის გუნდს იქამდეც და მერეც რამდენიმე საგოლე შანსი მიეცა, მაგრამ გატანა ვეღარ შეძლეს. ყველაზე ახლოს გოლთან გიორგი ივანიაძე იყო, თუმცა მეკარესთან პირისპირ გასულმა ბურთი კარს ააცილა.

რუსეთი U17 - საქართველო U17 1-0

რუსეთი U17:
კოსარევსკი, ზახაროვი, ბოროდინი (ლუკიანჩიკოვი 15), გულუბევი, უტკინი, გორბულინი, ვოლოდკინი, სულეიმანოვი, რუდენკო, ლაცევიჩი (იგნატიევი 74), გრულევი (პაცევი 41)

მთ. მწვრთნელი: სერგეი მატვეევი

საქართველო U17: გუგეშაშვილი, კიკალიშვილი, ქაფიანიძე, კასრელიშვილი, ხარაბაძე, კუცია, შეწირული, ჩაკვეტაძე, დავითაშვილი (ნინუა 71), ქავთარაძე (ოზბეთელაშვილი 62), ივანიაძე (სპანდერაშვილი 55)

მთ. მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე 

მსაჯები: ენდრიუ დევეი, სტეფან დონალდსონი (ორივე ჩრდ. ირლანდია), თეოდოროს გეორგიუ, ფერენც კარაკო (სათადარიგო) (ორივე უნგრეთი)

გაფრთხილება: ივანიაძე (19), კიკალიშვილი (31), ვოლოდკინი (46), ლუკიანჩიკოვი (47), გოლუბევი (76), კასრელიშვილი (80).

გოლი: 1-0 გრულევი (40)

მეორე ტურის მეორე მატჩში ბოსნია-ჰერცეგოვინამ ფავორიტად შერაცხული იტალია 1:0 დაამარცხა და ამით შანსი შეუნარჩუნა საქართველოს, რომ მეორე ადგილისთვის ბრძოლა გააგრძელოს. ამგვარად, ელიტ-რაუნდიდან ფინალურ ეტაპზე გამსვლელთა ვინაობა საბოლოოდ 20 მარტს გაირკვევა - საქართველო იტალიას დაუპირისპირდება, ხოლო ბოსნიელები რუსებს გაეჯიბრებიან. ორივე შეხვედრა 14 საათზე დაიწყება.



სფფ-ს პრესსამსახური