სიახლეები

დილამ დინამო შეაჩერა [ვიდეო]

ეროვნული ლიგა
გაუზიარე
უმაღლესი ლიგის 21-ე ტური ცენტრალური დაპირისპირებით გაიხსნა. 17 მარტს დინამო არენაზე ერთმანეთს თბილისის „დინამო“ და გორის „დილა“ გაეჯიბრნენ. დაძაბულ და საინტრესო შეხვედრაში მინიმალური ანგარიშით გორელებმა იმარჯვეს. მატჩის ერთადერთი გოლი 22-ე წუთზე თემურ ღონღაძის ანგარიშზეა. ამ გამარჯვებით უჩა სოსიაშვილის შეგირდებმა დედაქალაქელებს გამარჯვებათა სერია შეაწყვეტინეს და ქულათა სხვაობა 11 ქულამდე შეამცირეს. აქვე შეგახსენებთ, რომ 21-ე ტურის დარჩენილი შეხვედრები 18-19 მარტს გაიმართება.

დინამო თბ - დილა 0-1

თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“

დინამო თბ: ჰრდლიჩკა, ამისულაშვილი, უ. ლობჟანიძე, გურული (46’ გელაშვილი), რენე, პარუნაშვილი (81’ ჯანელიძე), ჯიღაური, ს. ლობჟანიძე, კიტეიშვილი, ჭანტურიშვილი, ქვილითაია

მთ. მწვრთნელი: იურაი იარაბეკი

დილა: მუჯირიშვილი, კვირკველია, ღონღაძე, ხურცილავა, ბაგაევი, ქარქუზაშვილი (52’ თომაშვილი), სამხარაძე, ძარია, ფალავანდიშვილი, წიქარიძე (74’ მოდებაძე), მარცვალაძე (86’ მაშუკოვი)

მთ. მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

მსაჯები:
. სილაგავა, . მენთეშაშვილი, . ჭიჭინაძე, . სანოძე (1 დამ.ასისტენტი), . ქუხილავა (2 დამ.ასისტენტი), . აფციაური (სათადარიგო)

გაფრთხილება: 37’ ფალავანდიშვილი (დილა), 53’ რენე (დინამო თბ)

გოლი: 0-1 ღონღაძე (22)

დინამო 0:1 დილა

#დინამოდილა - მატჩის მიმოხილვა: bit.ly/1MpCJ0q

Posted by FC Dinamo Tbilisi on Thursday, March 17, 2016


სფფ-ს პრესსამსახური