სიახლეები

19-წლამდე ნაკრები ესპანეთში გაემგზავრა

გაუზიარე
დღეს დილით საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ესპანეთში გაემგზავრა. 24-29 მარტს გიორგი ყიფიანის გუნდი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ელიტ-რაუნდში ითამაშებს, იქამდე კი 5-დღიან მზადებას სწორედ ტურნირის მასპინძელ ქალაქში გაივლის.საქართველოს 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ელიტ-რაუნდში ესპანეთი, ინგლისი და საბერძნეთი იქნებიან.

ქართველთა სათამაშო განრიგი კი ასეთია:24 მარტი: ინგლისი - საქართველო26 მარტი: ესპანეთი - საქართველო29 მარტი: საქართველო - საბერძნეთი.გიორგი ყიფიანმა სევილიაში შემდეგი 18 ფეხბურთელი წაიყვანა:

მეკარეები - ოთო გოშაძე (საბურთალო), გიორგი ჩოჩიშვილი (საბურთალო);

მცველები - ანრი ჭიჭინაძე (ტორპედო), ლუკა ლოჩოშვილი (დინამო), რომან ჩაჩუა (შუქურა), ირაკლი კომახიძე (შუქურა), ვლადიმერ მამუჩაშვილი (საბურთალო), გიორგი ახალაძე (სამტრედია);

ნახევარმცველები - დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), სანდრო ალთუნაშვილი (საბურთალო), ირაკლი ბიძინაშვილი (საბურთალო), გიორგი ბერიძე (გენტი, ბელგია), რატი არდაზიშვილი (ლოკომოტივი), შერმადინ ართმელაძე (ლოკომოტივი), გიორგი კიკნაძე (ლოკომოტივი);

თავდამსხმელები - გურამ გოშთელიანი (საბურთალო), ბექა მიქელთაძე (დინამო), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა).

სფფ-ს პრესსამსახური