სიახლეები

ქალთა ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატი იწყება

ქალთა ნაკრები
გაუზიარე
26 აპრილს საქართველოს ქალთა ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატი აიღებს სტარტს. ქვეყნის საუკეთესო გუნდის ტიტულისთვის ექვსი გუნდი იბრძოლებს. ხაშურის „ივერია“, თბილისის „35-ე ს.ს.“, ქ.ს.კ. „ლანჩხუთი“, ლაგოდეხის „ჰერეთი, ქუთაისის „მართვე“ და ქ.ს.კ. „აჭარა“. კლუბები ერთმანეთს ორ წრედ გაეჯიბრებიან და ამ გზით გამოავლენენ 2016 წლის ქვეყნის უძლიერეს გუნდს.საქართველოს ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატი 28 ოქტომბერს დასრულდება.

ქალთა ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი ტურის კალენდარი:

15:00 ივერია - 35-ე სკოლა
16:00 ქსკ ლანჩხუთი - ჰერეთი
16:00 მართვე - ქსკ აჭარა



სფფ-ს პრესსამსახური