სიახლეები

18-წლამდელებმა ტურნირი მარცხით დაიწყეს

გაუზიარე

საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა სლოვაკეთში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირი აშშ-თან მარცხით დაიწყო. გიორგი ყიფიანის გუნდი, რომელიც სანახევროდ ერთი წლით უმცროსი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, მეტოქესთან 1:5 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებმა ამ შემადგენლობით ითამაშა: ჩოჩიშვილი, ბულუხაძე, ლოჩოშვილი, კუცია (ქოჩორაშვილი 64), საღრიშვილი (მოლაშვილი 74), ფოჩხუა, ჩაკვეტაძე (მეგრელაძე 64), ქავთარაძე, ლაკვეხელიანი (კობოური 41), მალი, ჩოგაძესათადარიგოები: ისიანი, ბურჯანაძე, ბუღრიძე, ხუბაშვილი, ჭურაძე.

ქართველთაგან ერთადერთი გოლი თავისივე მოპოვებული პენალტით თემურ ჩოგაძემ გაიტანა 50-ე წუთზე.მომდევნო შეხვედრას საქართველოს 18-წლამდე ნაკრები 26 აპრილს მასპინძელ სლოვაკეთთან გამართავს.

ტურნირის სხვა მატჩები ასეთი შედეგებით დასრულდა: რუსეთი - ჩეხეთი 4:0, ნორვეგია - მაკედონია 0:0, სლოვაკეთი - უკრაინა 1:1.

სფფ-ს პრესსამსახური