სიახლეები

საქართველოს ფუტსალის ლიგა: ლიდერები კვლავ უდანაკარგოდ

ფუტსალი
გაუზიარე

25 აპრილს, ახალმა სპორტის სასახლემ საქართველოს ფუტსალის ლიგის V ტურის ორ გამოტოვებულ შეხვედრას უმასპინძლა. 

მატჩების გადადები მიზეზი 16-17 აპრილს, გერმანიის ფუტსალის ნაკრებთან გამართული ამხანაგური შეხვედრებია. თსუ-ს და თელასის ფეხბურთელების  შეკრებაზე ყოფნის მიზეზით, ორგანიზატორების, გუნდების და ნაკრების ხელმძღვანელთა შეთანხმებით ამ გუნდების მეხუთე და მეექვსე ტურის შეხვედრები გადაიდო. 

ჩემპიონობის უმთავრესი ფავორიტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლუბი, გუშინ თბილისის „სპარტაკს“ დაუპირისპირდა და მოლოდინისამებრ მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა 11-1. თსუ-ს რიგებში პოკერით გამოირჩა ლაშა სიგუნავა.  თსუ-ს გოლების აქტივი კი ხუთ შეხვედრაში 46 გატანილ ბურთს ითვლის, თუმცა კიდევ უფრო შთამბეჭდავი გაშვებული ბურთების რაოდენობაა - 5 მატჩში მხოლოდ 5 გოლი (!!!), რაც თავისთავად მიმდინარე გათამაშების საუკეთესო შედეგია.

დაგეგმილი სამი ქული მოპოვება შეძლო მოქმედმა ჩემპიონმა სტუ-თელასმა, თუმცა კონკურენტისგან განსხვავებით, ამისათვის მცირე ბრძოლის გადატანაც მოუხდა. ჩემპიონის გუშინდელი მეტოქე დებიუტანტი „თბილისი“ იყო, რომლის ფეხბურთელების მთელი მატჩის განმავლობაში ცდილობდნენ ღირსეული წინააღმდეგობა გაეწიათ ფავორიტი მეტოქისთვის, თუმცა მათ გამოცდილებას და კლასს საბოლოოდ ვერაფერი დაუპირისპირეს და 3-6 დამარცხდნენ. მიუხედავად გამარჯვებისა უდანაკარგოდ არც თელასი დარჩა - მომავალ ტურში უშუალო კონკურენტთან, სეზონის ცენტრალურ შეხვედრაში „ენერგეტიკებს“ მათი მთავარი კიპერი ლევან გაბუჩია ვერ დაეხმარება, რომელიც გუშინ ბოლო იმედის ჯარიმისთვის იქნა გაძევებული.

შეგახსენებთ, რომ ტურის კიდევ ორი დაპირისპირება 11 აპრილს გაიმართა, რომელშიც აფხაზეთმა უფლისციხეს სძლია 11-4, ხოლო „დინამო“  ბათუმმა  შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსისტეტის გუნდი დაამარცხა 12-7.

რეგულარული სეოზნის დასრულებამდე არასრული ორი ტურით ადრე სატურნირო ცხრილს 15-15 ქულით, კვლავინდებურად თსუ და თელასი ლიდერობენ. 12 ქულით მესამე საფეხურზე აფხაზეთი იმყოფება. მომდევნო ოთხ ადგილს კი 6-6 ქულით დინამო, თბილისი, უფლისციხე და სპარტაკი იკავებენ. კონკურენტებზე თითო თამაშით ნაკლები თბილისსა და „დინამოს“ აქვთ ჩატარებული, რაც მათ პლეიოფში გასვლის შანსებს შედარებით უფრო წონადს ხდის. სწორედ ეს გუნდები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს მეექვსე ტურის გადადებულ შეხვედრაში.

ბომბარდირები: მელტონ ახალაია (აფხაზეთი) – 20, აბი აჰო ალფონსე (სპარტაკი) – 17, გოჩა მახარაძე (დინამო), ავთანდილ სებისკვერაძე (აფხაზეთი) – 11, ბიძინა ღუღუნიშვილი (აფხაზეთი), ლაშა მაისრუაძე (IBშU), გიორგი სოზაშვილი (თელასი), ლაშა სიგუნავა (თსუ) - 10

25.04.2016 საქართველოს ფუტსალის ლიგა. V ტური

სპარტაკი - თსუ 1-11 (0-3)

გოლები: 3:22’ ნიკვაშვილი (0-1), 10:23’ ჭუმბურიძე (0-2), 14:11’ სიგუნავა (0-3), 23:46’ სიგუნავა (0-4), 27:42’ ბობოხიძე (0-5), 28:08’ სიგუნავა (0-6), 31:00’ ქურცაძე (0-7), 31:31’ დუ ჟუნიორ (1-7), 33:02’ ნიკვაშვილი (1-8), 35:49’ კაკაბაძე (1-9), 37:08’ სიგუნავა (1-10), 39:11’ ჭანუყვაძე (1-11)

გაფრთხილება: ჭანუყვაძე, კურატიშვილი

სპარტაკი: ქუთათელაძე, მგალობლიშვილი, კურატიშვილი, დუ ჟუნიორ, სერჟ აბლო სათ.: ადეიშვილი, კირკიტაძე, კანდარელი, ბოიომო

თსუ: ჯამბურია, ბობოხიძე, ლუკავა, ნიკვაშვილი, ქურცაძე სათ.: ჭანუყვაძე, კაკაბაძე, კობაიძე, სიგუნავა, ჭუმბურიძე, სანიკიძე


თბილისი - სტუ-თელასი 3-6 (0-3)


გოლები: 1:51’ შელეგია (0-1), 3:34’ კურბანოვი (0-2), 12:10’ სოზაშვილი (0-3), 23:52’ წვერავა (0-4), 24:36’ ცეცაძე (1-4), 26:35’ შელეგია (1-5), 29:31’ მაისურაძე (2-5 პენ), 38:57’ სოზაშვილი (2-6), 39:55’ დ.თურმანიძე (3-6)

გაფრთხილება: კურბანოვი გაძევება: გაბუჩია 

თბილისი: დ.თურმანიძე, ნ.თურმანიძე, მაისურაძე, ჭელიძე, რეხვიაშვილი სათ.: მხითარიანი, ცეცაძე, ჯანელიძე, კარაპეტიანი, ხახაშვილი, ხიდეშელი, გედენიძე

სტუ-თელასი: გაბუჩია, სოზაშვილი, თოფურია, შელეგია, კურბანოვი სათ.: წვერავა, თარხნიშვილი, მამულაშვილი, ცხომარია, მერკვილაძე



სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური