სიახლეები

ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბასაზე ივარჯიშა

გაუზიარე
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ სფფ-ს ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე 21-წლამდე კანდიდატთა ერთჯერადი ვარჯიში ჩაატარა. ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როცა გია გეგუჩაძემ ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატები შეკრიბა და საკუთარი თვალით ნახა მათი მომზადების დონე.

წვრთნა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა და ფეხბურთელებმა ძირითადად ტაქტიკური დავალებების შესრულებაზე ივარჯიშეს.შეკრებაზე სულ 25 ფეხბურთელი იყო მიწვეული:

მეკარეები: დავით მარიამიძე (დილა), გოგი კულუა (დინამო თბ);

მცველები: თორნიკე კირკიტაძე (ჩიხურა), ირაკლი კომახიძე (შუქურა), ზურაბ მალანია (შუქურა), ლუკა ნოზაძე (გურია), ანრი ჭიჭინაძე (ტორპედო), გურამ გიორბელიძე (სიონი), დავით უბილავა (ლოკომოტივი), ალექსანდრე გურეშიძე (სიონი), ალექსანდრე ჩაკვეტაძე (კოლხეთი), გიორგი გაბაძე (ლოკომოტივი), გიორგი გაფრინდაშვილი (სიონი);

ნახევარმცველები:
ბექა ჭკუასელი (დინამო ბთ), თენგიზ წიქარიძე (დილა), ოლეგ მამასახლისი (ტორპედო), გიორგი კაშია (დინამო ბთ), ზაურ გოგუაძე (მერანი), ნიკა ლაშხია (ზუგდიდი), ოთარ კობახიძე (სიონი), ლევან ნონიკაშვილი (დილა);

თავდამსხმელები: ილია კერძევაძე (შუქურა), ნიკა ტუღუში (კოლხეთი), დავით ვოლკოვი (ჩიხურა), დავით ჯიქია (სამტრედია).

შეგახსენებთ: 27 აპრილს, 13 საათზე, „მიხეილ მესხის“ საკონფერენციო დარბაზში გია გეგუჩაძე ჟურნალისტებისთვის გამართავს საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების განვითარების პროგრამის პრეზენტაციას.

სფფ-ს პრესსამსახური