სიახლეები

ფეხბურთის ფედერაციამ გორის საფეხბურთო სკოლას ინვენტარი გადასცა

სფფ
გაუზიარე
26 აპრილს გორში საქართველოს ქალთა ეროვნული ჩემპიონატის პირველი შეხვედრა შედგა. "თენგიზ ბურჯანაძის" სტადიონზე ერთმანეთს ხაშურის "ივერია" და თბილისის "35-ე სკოლა" დაუპირისპირდნენ. მატჩი "ივერიამ" 3:2 მოიგო. შეხვედრას გორში ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს წარმომადგენლები და ადგილობრივი კლუბის წევრები ესწრებოდნენ.თამაშის შესვენების დროს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ საფეხბურთო კლუბ გორის „დილას“ და გორის საფეხბურთო სკოლას ინვენტარი გადასცა. ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოსგან საფეხბურთო სკოლამ სავარჯიშო ფორმები, 120 სათამაშო ბურთი და სხვადასხვა სპორტული ინვენტარი მიიღო. გორის „დილას“ ასევე გადაეცა სათამაშო მოედნის ხელოვნური საფარისთვის საჭირო ხუთი ტონა გრანულა. საფეხბურთო კლუბ გორის "დილას" ხელმძღვანელობასა და სკოლის მოზარდებს ინვენტარი თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ფეხბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტმა, ნიკოლოზ ჯღარკავამ გადასცა.



სფფ-ს პრესსამსახური