სიახლეები

გია გეგუჩაძემ ასაკობრივი ნაკრებების განვითარების გეგმა წარადგინა

გაუზიარე

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა და ასაკობრივი გუნდების სპორტულმა ხელმძღვანელმა გია გეგუჩაძემ „მიხეილ მესხის“ მედია-ცენტრში პრეზენტაცია გამართა. გია გეგუჩაძემ ჟურნალისტებს ასაკობრივი ნაკრებების განვითარების გეგმა-პროექტი გააცნო. 

მედიის წარმომადგენლებს თავიდან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა მიმართა, რის შემდეგაც გია გეგუჩაძემ დეტალურად ისაუბრა ასაკობრივი ნაკრები გუნდების განვითარების გზებზე, წვრთნის მეთოდიკაზე, სათამაშო სისტემაზე, იდეოლოგიასა და სხვა არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე. გეგუჩაძემ ჟურნალისტთა შეკითხვებსაც უპასუხა და იმედი გამოთქვა, რომ მათი ჩართულობა-თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.






სფფ-ს პრესსამსახური