18 მარტს ეროვნული ჩემპიონატის მორიგი, მე-20 ტურის, შეხვედრები გაიმართება. ტურის ცენტრალურ დაპირისპირებას ქუთაისი უმასპინძლებს, იქ ერთმანეთს ადგილობრივი „ტორპედო“ და ცხინვალის „ცხინვალი“ დაუპირისპირდებიან. მასპინძლები არც თუ ისე სახარბიელო ფორმაშია არიან, მაგრამ უდავოა, რომ ქუთაისში ძლიერმა კოლექტივმა მოიყარა თავი და შესანიშნავ ფორმაში მყოფ ცხინვალელებს წინ რთული მატჩი ელის. არანაკლებ მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა გაიმართება სამტრედიაში, „ეროსი მანჯგალაძეზე“ ერთმანეთს „სამტრედია“ და „ზესტაფონი“ გაეჯიბრებიან. იმერული დერბი ყოველთვის საინტერესო სანახავია, მითუმეტეს, რომ მაღალი მიზნებისთვის მებრძოლ მასპინძლებს ქულების დაკარგვის უფლება არ აქვთ, მარგველებმა კი საკმაოდ ბრძოლისუნარიანი გუნდი დააყენეს და სამტრედიაში სასეირნოდ ჩასვლას ნამდვილად არ აპირებენ. აღნიშვნის ღირსია „ევგრაფი შევარდნაძეზე“ გასამართი შეხვედრაც, „გურია“ ბრძოლისუნარიან ძალად ჩამოყალიბდა და ყველა გუნდისთვის უხერხულ მეტოქედ ითვლება, მითუმეტეს მაშინ, როცა სახლში თამაშობს. „დილა“ კი, საჩემპიონო ბატალიებშია ჩართული და „სამტრედიისა“ არ იყოს წაფორთხილების უფლება არ აქვს. ჩვენი აზრით კიდევ ერთი გამორჩეული შეხვედრა ზუგდიდში უნდა გაიმართოს, მეგრულ დერბიში ერთმანეთს „ზუგდიდი“ და „მერანი“ შეერკინებიან. ორივე გუნდს ქულები ჰაერივით სჭირდება და „ბაიას“ ბაზაზე ნამდვილად კარგი ჯახი შედგება. რაც შეეხებათ ტურის დარჩენილ შეხვედრებს, გარკვეული ინტრიგა თითოეულ მათგანს აქვს და იმედი გვაქვს გულშემატკივრები საინტერესო თამაშებს იხილავენ.
„სიონი“ ბოლნისი - „შუქურა“ ქობულეთი
18 მარტი, თბილისი, "მიხეილ მესხი", 15:00
მსაჯები: ა.ნონიკაშვილი, ი.უკლება, გ.ელიკაშვილი, დ.სანოძე (1 დამ.ასისტენტი), ა.ბასლეჰლო (2 დამ.ასისტენტი), შ.ქუხილავა (სათადარიგო)
„ჩიხურა“ საჩხერე - „კოლხეთი“ ფოთი
18 მარტი, ივანწმინდა, ცენტრალური სტადიონი, 15:00
მსაჯები: ბ.ნინუა, ლ.ვარამიშვილი, ა.კოკაია, პ.მაჭარაძე (სათადარიგო)
„ტორპედო“ ქუთაისი - „ცხინვალი“ ცხინვალი
18 მარტი, ქუთაისი, ცენტრალური სტადიონი, 17:00
მსაჯები: ჯ.ხორავა, ბ.ჭიჭინაძე, ს.სპიცინი, ზვ.ტუღუში (სათადარიგო)
„გურია“ ლანჩხუთი - „დილა“ გორი
18 მარტი, ლანჩხუთი, "ევგრაფი შევარდნაძე", 15:00
მსაჯები: დ.ხარიტონაშვილი, ი.მაჩიტიძე, დ.გაბისონია, ვ.ბასილაია (სათადარიგო)
დისკვალიფიკაცია: ალექსანდრე კვახაძე ("დილა")
„სამტრედია“ სამტრედია - „ზესტაფონი“ ზესტაფონი
18 მარტი, სამტრედია, "ეროსი მანჯგალაძე", 15:00
მსაჯები: გ.ყრუაშვილი, ზ.მენთეშაშვილი, ზვ.ერქვანია, ბ.გლუშჩუკი (სათადარიგო)
დისკვალიფიკაცია: მათე კვირკვია ("ზესტაფონი")
„დინამო“ თბილისი - „მეტალურგი რუსთავი
18 მარტი, თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენა", 17:00
მსაჯები: ი.კვრიკაშვილი, დ.ჩიგოგიძე, ზ.ბერულავა, გ.ავაზაშვილი (სათადარიგო)
დისკვალიფიკაცია: რევაზ ბარამიძე ("მეტალურგი")
„დინამო“ ბათუმი - „ვიტ-ჯორჯია“ თბილისი
18 მარტი, ქობულეთი, "ჩელე არენა", 15:00
მსაჯები: გ.კიკაჩეიშვილი, კ.სადილიანი, მ.კუპატაძე, დ.დოგრაშვილი
დისკვალიფიკაცია: ბადრი დემეტრაშვილი ("ვიტ-ჯორჯია")
„ზუგდიდი“ ზუგდიდი - „მერანი“ მარტვილი
18 მარტი, ზუგდიდი, "ბაიას" ბაზა, 15:00
მსაჯები: ლ.სილაგავა, ლ.თოდრია, ა.ჟივიძე, დ.კვეტენაძე (სათადარიგო)
სფფ-ის პრესსამსახური
ეროვნული ლიგა
გაუზიარე