სიახლეები

იმერული დერბი ზესტაფონმა მოიგო

გაუზიარე

მიუხედავად იმისა, რომ ზესტაფონს სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს და გუნდის არსებობა ჯერაც ეჭვქვეშაა, გიორგი მიქაძის გუნდი კვლავინდებურად აგრძელებს ვარჯიშს და სანაკრებო შესვენებისას ამხანაგური შეხვედრაც გამართა ჩიხურასთან.

ზემოიმერული დერბი ზესტაფონის გამარჯვებით დასრულდა _ 2:1. გამარჯვებულთაგან დუბლი ჯონი ჯერემიას ანგარიშზეა, საჩხერელთაგან კი ერთადერთი გოლი არჩილ ბაჯელიძემ გაიტანა, რომელმაც ზუსტად შეასრულა თერმეტმეტრიანი.

ჩემპიონატის განახლების შემდეგ უძლიერესთა შორის დარჩენისთვის მებრძოლი ზესტაფონი 3 აპრილს უშუალო კონკურენტ რუსთავის მეტალურგს მიიღებს. ჩიხურა კი, რომლის მიზანი ევროსაგზურის მოპოვებაა, იმავე დღეს მარტვილის მერანს უმასპინძლებს და თუ სოსო ფრუიძის გუნდს კვლავ სურს, სულ მცირე, ოთხეულში მოხვედრა, ეს თამაში აუცილებლად უნდა მოიგოს.

პაატა ძნელაძე