სიახლეები

ეროვნული ნაკრები გუნდის მადლობა გულშემატკივარს

გაუზიარე

საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდი, მისი თითოეული ფეხბურთელი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მადლობას უხდის გუშინ, საქართველოსა და გერმანიის ნაკრები გუნდების მატჩზე "დინამო არენაზე" მოსულ ყველა ქართველ გულშემატკივარს.

ჩვენთვის, ეროვნული ნაკრები გუნდის თითოეული ფეხბურთელისათვის ძალიან მნიშვნელოვანია გულშემატკივართა მხარდაჭერა. 54 ათასი ქომაგის მიერ ერთხმად შესრულებული საქართველოს ეროვნული ჰიმნი წარუშლელი შტაბეჭდილება, ჩვენი და თქვენი ერთიანობის, ქართული ფეხბურთის მხარდაჭერისა და მომავლის დიდი იმედის გამოხატულება იყო, რისთვისაც გვსურს სტადიონზე მოსულ თითოეულ გულშემატკივარს უღრმესი მადლობა გადავუხადოთ. 

საქართველოს ეროვნულ ნაკრებ გუნდს შემდეგი ოფიციალური საშინაო მატჩი 4 სექტემბერს, შოტლანდიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ექნება. გვჯერა თქვენი მხარდაჭერის, ერთად ჩვენ მეტს შევძლებთ.