სიახლეები

ოქრიაშვილი ვარეგემისთვის მზად იქნება

გაუზიარე

საქართველოსა და გერმანიის ნაკრებთა შეხვედრაში დაშავდა თორნიკე ოქრიაშვილი, რომელმაც პირველი ტაიმი კი ჩაამთავრა, მაგრამ შესვენების შემდეგ მოედანზე დაბრუნება ვეღარ შეძლო. სამედიცინი შემოწმების დასკვნით, ტრავმა საშიში არ არის და ოქრიაშვილს იძულებითი ხანგრძლივი დასვენება არ მოუწევს. სავარაუდოდ, ის უკვე შაბათსვე შეძლებს გენკის შემადგენლობაში ვარეგემის წინააღმდეგ თამაშს.

სამწუხაროდ, ოქრიაშვილისგან განსხვავებით, გარკვეული პერიოდით მოუწევს დასვენება ბაქოს ინტერის ცენტრალურ მცველს ალექსანდრე ამისულაშვილს, რომელმაც კუნთი დაეჭიმა და დაბეჯითებით შეიძლება იმის თქმა, რომ იგი 1 აპრილს აზერბაიჯანის ჩემპიონატის ცენტრალურ შეხვედრაში, რომელშიც ყარაბაღი ინტერს უმასპინძლებს, მონაწილეობას ვერ მიიღებს.

პაატა ძნელაძე