სიახლეები

19-წლამდელები: 0:0 პოლონეთთან

გაუზიარე

გიორგი დევდარიანის გაწვრთნილმა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა თურქულ ბელეკში ამხანაგური მატჩი გამართა პოლონელ თანატოლებთან და შეხვედრა 0:0 დაასრულა. ნაკრების მენეჯერმა გიორგი კაციტაძემ გვაცნობა, რომ თამაში უხეში გამოდგა, დაიწყო ბევრი ორთაბრძოლა. ფიზიკური თვალსაზრისით, პოლონელები კარგად იყვნენ მომზადებულნი, თუმცა ქართველებს ტექნიკაში ჰქონდათ უპირატესობა. 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: კუპატაძე, დუმბაძე, მარგველაშვილი, მალანია, ტაბიძე, მოხევიშვილი (ჩიხლაძე), თევზაძე (კილასონია), კიტეიშვილი, შულაია (კვირტია), ბერიძე (ჭკუასელი), კერძევაძე.    
დევდარიანის გუნდი ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდისთვის ემზადება. ელიტრაუნდის I ჯგუფის მატჩები თბილისში 29 მაისიდან 3 ივნისამდე გაიმართება, ქართველთა მეტოქეები კი ესპანეთი, პორტუგალია და თურქეთი იქნებიან. ჯგუფიდან ერთი გუნდი გადის ფინალურ ეტაპზე. 

ილია ნანობაშვილი