სიახლეები

დიდი შესვენების თამაშები

გაუზიარე

სანაკრებო შესვენებით გამოწვეული უქმობის შევსებას ქართული კლუბები ამხანაგური თამაშებით ცდილობდნენ. ჩემპიონატის ერთ-ერთმა ლიდერმა, სამტრედიამ მარტვილის მერანს უმასპინძლა და 1:1 ითამაშა. ანგარიში მარტვილელთა შემტევმა ციცხვაიამ გახსნა, ვინც გეგეჭკორის გადაცემის შემდეგ ახლო მანძილიდან ზუსტი დარტყმით გაიტანა. სამტრედიელებმა მალევე გაათანაბრეს: ალექსანდრე იაშვილის ეფექტური პასი თორნიკე გორგიაშვილმა გოლად აქცია.

გუნდებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს:

სამტრედია: მუჯირიშვილი, ბაკურაძე, ბეჭვაია, შალიკაშვილი, გრიგალაშვილი, დათუნაიშვილი, ბოლქვაძე, გორგიაშვილი, გეწაძე, იაშვილი, გოელი.

შეცვლაზე შევიდნენ: თალაკვაძე, კიკაბიძე.

მერანი: მამალაძე, ლომაშვილი, ორბელაძე, მელიავა, წურწუმია, გეგეჭკორი, ფონიავა, კიკნაველიძე, ჯღამაია, ლომია, ციცხვაია.

შეცვლაზე შევიდნენ: ბეგაშვილი, ქაჯაია, კუშნირი, ქიქავა, გეგია, ფიფია, გოცირიძე.

ჩემპიონატის განახლების შემდეგ სამტრედია 3  აპრილს ქობულეთის შუქურას უმასპინძლებს. სამეულში დამკვიდრებისთვის ბრძოლის გასაგრძელებლად ზაზა ზამთარაძის გუნდს მხოლოდ გამარჯვება სჭირდება. მერანმა კი მეორე წრეში სატურნირო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუარესა და გასავარდნ ზონას უფრო რომ არ მიუახლოვდეს, საჩხერეში, ჩიხურასთან, სულ მცირე, ქულა უნდა მოიპოვოს.

პაატა ძნელაძე