სიახლეები

B ლიცენზიის კურსის მეოთხე მოდული დავით პეტრიაშვილი არენაზე

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, 22 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, დავით პეტრიაშვილი არენაზე უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსის მეოთხე მოდული ჩატარდა. მოდული როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილისგან შედგებოდა. 

უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსი სრულ შესაბამისობაში მოდის უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან. კურსზე 25 მონაწილე ირიცხება. მსმენელებს სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, უეფას საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია გადაეცემათ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, მაღალი მოთხოვნის გამო, B ლიცენზიის ერთდროულად სამი კურსი მიმდინარეობს.