უეფა-ს მეკარეების მწვრთნელთა „B“ ლიცენზიის კურსზე მისაღები მოთხოვნები:
- შევსებული ონლაინ-ელექტრონული განაცხადის ფორმა (იხილეთ ქვევით)
- ქართული ენის წერილობითი და ზეპირი ცოდნა
- უეფა-ს მოქმედი „C“ ლიცენზია
- უეფა-ს „C“ ლიცენზიის მიღებიდან მინიმუმ 6 თვის სამუშაო სტაჟი
- კურსზე კანდიდატი დაიშვება მწვრთნელთა განათლებისა და ლიცენზირების განყოფილებასთან გასაუბრების შემდეგ
* გასაუბრების შემდგომ, კანდიდატი იღებს ვალდებულებას სწავლის დაწყებამდე წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
- სწავლისათვის განკუთვნილი საფასურის გადახდის ქვითარი
- ცნობა ნარკოლოგიური აღრიცხვიანობის შესახებ
- ცნობა ნასამართლეობის შესახებ
- ჯანმრთელობის ცნობა