დღეს, 13 აპრილს თბილისში უეფას ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა. გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად გადანაწილდნენ:
ა ჯგუფი: საქართველო, ჩეხეთი, შვედეთი, პორტუგალია
ბ ჯგუფი: გერმანია, ინგლისი, ბულგარეთი, ჰოლანდია
ჩემპიონატს საქართველო 2-15 ივლისამდე თბილისსა და გორში მასპინძლობს. მატჩები თბილისში მიხეილ მესხის სახელობის ორივე სტადიონზე, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე და გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
ასევე ცნობილია ჩემპიონატის კალენდარი:
ა ჯგუფი: 2, 5, 8 ივლისი
ბ ჯგუფი: 3, 6, 9 ივლისი
ნახევარფინალები: 12 ივლისი
ფინალი: 15 ივლისი
წილისყრაში, რომელიც სასტუმრო ჰუალინგში გაიმართა უეფას საშეჯიბრო ღონისძიებების ხელმძღვანელი ლანს კელი და ჩემპიონატის ელჩი, საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ზურაბ ხიზანიშვილი მონაწილეობდნენ.

გაუზიარე