სარეგისტრაციო ფორმები

PRO ლიცენზიის კურსი

უეფა-ს „PRO“ ლიცენზიის კურსზე მისაღები მოთხოვნები

  • ქართულ ენაზე წერისა და მეტყველების უნარი
  • შევსებული ონლაინ-ელექტრონული ფორმა (იხილეთ ქვევით)
  • უეფა-ს მოქმედი „A“ ლიცენზია
  • მთავარ მწვრთნელად პროფესიონალურ ან სამოყვარულო საფეხბურთო დონეზე, მთავარ მწვრთნელად ელიტურ ახალგაზრდულ დონეზე (U19) ან დამხმარე მწვრთნელად პროფესიონალურ საფეხბურთო დონეზე A ლიცენზიის მიღებიდან მინიმუმ ერთი წლის სამუშაო სტაჟი.
  • პირადობის / პასპორტის ასლი
  • ცნობა ნარკოლოგიური აღრიცხვიანობის შესახებ
  • ცნობა ნასამართლეობის შესახებ
  • ჯანმრთელობის ცნობა
  • 2 ბიომეტრული ფოტოსურათი
  • CV
  • კურსზე კანდიდატი დაიშვება მწვრთნელთა განათლებისა და ლიცენზირების განყოფილებასთან გასაუბრების შემდეგ, კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს ბოლო 1 წლის საფეხბურთო სამწვრთნელო წარმადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (პორტფოლიო)

განაცხადის სარეგისტრაციო ფორმა

ფორმის შევსების შემდეგ, სავალდებულოა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში საბუთების ჩაბარება (ჭავჭავაძის 76ა 0179 თბილისი, საქართველო).

გთხოვთ ყურადღებით შეავსოთ მოცემული ველები.

განაცხადი არ ჩაითვლება დასრულებულად, თუ მითითებული ინფორმაცია არ შეესაბამება წარმოდგენილ საბუთებში არსებულ ინფორმაციას; და ამ შემთხვევაში, სფფ-ს მწვრთნელთა განათლების განყოფილება იტოვებს უფლებას უარი თქვას აღნიშნული / ასეთი განაცხადის მიღებაზე.