UEFA C ლიცენზიის კურსზე მისაღები მოთხოვნები
- ქართული ენის წერილობითი და ზეპირი ცოდნა
- სპორტის უნივერსიტეტის მიერ გაცემული D სერთიფიკატი ან პროფესიონალი ფეხბურთელის უმაღლესი საერთაშორისო სტატუსის დამადასტურებელი ცნობა (მინიმუმ 100 თამაში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ან სხვა უეფა-ს/ფიფა-ს წევრი ასოციაციის რანგით უმაღლეს ლიგაში )
- პრაქტიკული ვარჯიშების ჩატარების შესაძლებლობა
- UEFA C ლიცენზიის კურსზე D სერთიფიკატის გარეშე დაიშვებიან პირები, რომლებსაც სფფ-ის ეგიდით საფეხბურთო სფეროში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი პროფესიული გამოცდილება აქვთ.
- კურსზე კანდიდატი დაიშვება მწვრთნელთა განათლებისა და ლიცენზირების განყოფილებასთან გასაუბრების შემდეგ
* კურსზე დაშვების შემთხვევაში, კანდიდატი იღებს ვალდებულებას სწავლის დაწყებამდე წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
- D კატეგორიის სერთიფიკატი
- პირადობის/პასპორტის ასლი
- ცნობა ნასამართლეობის შესახებ
- ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ
- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - ფორმა №IV-100/ა
- ცნობა ნარკოლოგიური აღრიცხვიანობის შესახებ
- საშუალო ან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი ცნობა
- სწავლისათვის განკუთვნილი საფასურის საგადახდო მოთხოვნა (ქვითარი)
სპორტის უნივერსიტეტის D სერტიფიკატის კურსზე დასარეგისტრირებლად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა შესაბამისი სარეგისტრაციო ფორმა უნდა შეავსონ.
* უეფას მწვრთნელთა კონვენციის მიხედვით, კანდიდატი არ დაიშვება კურსზე, თუ გააჩნია ნასამართლეობა ისეთ დანაშაულზე, რომელიც, შეუთავსებელია მწვრთნელის პროფესიასთან
UEFA C ლიცენზიის სარეგისტრაციო ველი გაიხსნება 15 დეკემბერს