სარეგისტრაციო ფორმები

B ლიცენზიის კურსი

UEFA B ლიცენზიის კურსზე მისაღები მოთხოვნები:

  • ქართული ენის წერილობითი და ზეპირი ცოდნა
  • მოქმედი UEFA C ლიცენზია ან პროფესიონალი ფეხბურთელის უმაღლესი საერთაშორისო სტატუსის დამადასტურებელი ცნობა (მინიმუმ 200 თამაში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ან სხვა უეფა-ს/ფიფა-ს წევრი ასოციაციის რანგით უმაღლეს ლიგაში და/ან მინიმუმ 10 თამაში საქართველოს ეროვნულ ნაკრებში)
  • მოქმედი UEFA C ლიცენზიის მიღებიდან მინიმუმ 6 თვის სამუშაო სტაჟი
  • პრაქტიკული ვარჯიშების ჩატარების შესაძლებლობა 12-17წ. ასაკის მოზარდთა გუნდში 
  • კურსზე კანდიდატი დაიშვება მწვრთნელთა განათლებისა და ლიცენზირების განყოფილებასთან გასაუბრების შემდეგ

* გასაუბრების შემდგომ, კურსზე დაშვების შემთხვევაში, კანდიდატი იღებს ვალდებულებას სწავლის დაწყებამდე წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

  • ცნობა ნასამართლეობის შესახებ
  • ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ
  • ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა - ფორმა №IV-100/ა
  • ცნობა ნარკოლოგიური აღრიცხვიანობის შესახებ
  • სწავლისათვის განკუთვნილი საფასურის გადახდის ქვითარი

* უეფას მწვრთნელთა კონვენციის მიხედვით, კანდიდატი არ დაიშვება კურსზე, თუ გააჩნია ნასამართლეობა ისეთ დანაშაულზე, რომელიც, შეუთავსებელია მწვრთნელის პროფესიასთან

განაცხადის სარეგისტრაციო ფორმა

გთხოვთ ყურადღებით შეავსოთ მოცემული ველები.