2017 წლის 2-15 ივლისს, თბილისი და გორი უეფას 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს.
კონტინენტის პირველობაზე მასპინძელ საქართველოს 19-წლამდე ნაკრებთან ერთად შვედეთის, ჩეხეთის, პორტუგალიის, ინგლისის, გერმანიის, ბულგარეთისა და ჰოლანდიის 19-წლამდე ნაკრები გუნდები მიიღებენ მონაწილეობას.
ევროპის ჩემპიონატის გახსნით შეხვედრას, რომელშიც ერთმანეთს საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან 2 ივლისს გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს და 20:00 საათზე დაიწყება.
უეფას ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის განრიგი:
ჯგუფი ა
02.07.2017
თბილისი, მიხეილ მესხი 1, 17:30
შვედეთი - ჩეხეთი
გორი, თენგიზ ბურჯანაძე, 20:00
საქართველო - პორტუგალია
05.07.2017
თბილისი, მიხეილ მესხი 1, 17:30
საქართველო - შვედეთი
თბილისი, დავით პეტრიაშვილი, 20:00
ჩეხეთი პორტუგალია
08.07.2017
თბილისი, მიხეილ მესხი 1, 20:00
ჩეხეთი - საქართველო
გორი, თენგიზ ბურჯანაძე, 20:00
პორტუგალია - შვედეთი
ჯგუფი ბ
03.07.2017
თბილისი, მიხეილ მესხი 1, 17:30
ბულგარეთი - ინგლისი
თბილისი, დავით პეტრიაშვილი, 20:00
გერმანია - ჰოლანდია
06.07.2017
თბილისი, მიხეილ მესხი 2, 17:30
ინგლისი - ჰოლანდია
გორი, თენგიზ ბურჯანაძე, 20:00
გერმანია - ბულგარეთი
09.07.17
გორი, თენგიზ ბურჯანაძე, 20:00
ჰოლანდია - ბულგარეთი
თბილისი, დავით პეტრიაშვილი, 20:00
ინგლისი - გერმანია
ნახევარფინალი - 12.07.2017
თბილისი, მიხეილ მესხი 1, 20:00
ნახევარფინალი - 12.07.2017
დავით პეტრიაშვილი, 17:00
ფინალი - 15.07.2017
მიხეილ მესხი 1 - 20:00
მედიის საყურადღებოდ: 9 ივნისიდან დაიწყო მედია აკრედიტირების პროცესი, რომელიც 25 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. აკრედიტაციის მისაღებად, მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, გთხოვთ, მიმართოთ ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურს თქვენი ორგანიზაციის ოფიციალური წერილით ელექტრონულ ფოსტაზე - [email protected]. წერილში მიუთითეთ ჟურნალისტის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და რა სახის აკრედიტაციის მიღება გსურთ.

სფფ
გაუზიარე