სიახლეები

გიორგი ყიფიანმა 19-წლამდე ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

გაუზიარე

საქართველოს 19-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ყიფიანმა ევროპის 2017 წლის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა.

2 ივლისს, 20:00 საათზე საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ევროპირველობის გახსნით შეხვედრაში გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე პორტუგალიის 19-წლამდე ნაკრებთან გამართავს. 

საქართველოს და პორტუგალიის 19-წლამდე ნაკრებების გარდა ევრო 2017-ის „ა“ ჯგუფში შვედეთისა და ჩეხეთის 19-წლამდე ნაკრებები არიან.

საქართველოს 19-წლამდე ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი („იაგელონია“, პოლონეთი), გიორგი ჩოჩიშვილი („შევარდენი 1906“, თბილისი);

მცველები: დავით კობოური („დინამო“, თბილისი), ნიკა მალი („საბურთალო“, თბილისი), ლუკა ლოჩოშვილი („დინამო“, თბილისი), ლუკა ლაკვეხელიანი („საბურთალო“, თბილისი), თომა ხუბაშვილი („საბურთალო“, თბილისი), შალვა ბურჯანაძე („ტორპედო“, ქუთაისი)

ნახევარმცველები: გიორგი კუცია („დინამო“, თბილისი), დავით სამურკასოვი („ლოკომოტივი“, თბილისი), გიორგი ჩაკვეტაძე („დინამო“, თბილისი), გაბრიელ საღრიშვილი („ტორპედო“, ქუთაისი), გიორგი ქოჩორაშვილი („საბურთალო“, თბილისი), თემურ ჩოგაძე („საბურთალო“, თბილისი), ნიკა კვანტალიანი („დინამო“, ბათუმი);

თავდამსხმელები: გიორგი კოხრეიძე („საბურთალო“, თბილისი), ვატო არველაძე („ლოკომოტივი“, თბილისი), გიორგი არაბიძე („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა)