საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ყაზახეთში მიმდინარე "პრეზიდენტის თასის" მეორე ტურშიც დიდი ანგარიშით იმარჯვა. პირველ ტურში ალბანეთთან 5:0-ის შემდეგ, გიორგი ნემსაძის გუნდმა ამჯერად ყირგიზეთი 7:1 დაამარცხა.
ჩვენი გუნდიდან ჰეთ თრიქით გამოირჩა კაპიტანი ზურაბ დავითაშვილი, დუბლი შეასრულა ხვიჩა კვარაცხელიამ, ხოლო გიორგი გულიაშვილი და გიორგი ლომთაძე თითო გოლს დასჯერდნენ.
მომდევნო მატჩს 17-წლამდელები 7 სექტემბერს მასპინძელ ყაზახეთთან ჩაატარებენ და ამის შემდეგ გაირკვევა, რომელი ადგილისთვის მოუწევთ თამაში მეორე ჯგუფის წარმომადგენელთან.
შეგახსენებთ, რომ ამ ნაკრებმა ცოტა ხნის წინ უკრაინაში ვიქტორ ბანიკოვის სახელობის ტურნირი მოიგო.
საქართველო 7:1 ყირგიზეთი
1:0 დავითაშვილი (7), 2:0, 3:0 კვარაცხელია (14, 29), 4:0, 5:0 დავითაშვილი (44პ, 47), 6:0 გულიაშვილი (54), 7:0 ლომთაძე (63), 7:1 ესინი (69პ)
საქართველო: ბახტაძე, აბზიანიძე (ბაქრაძე 41), მექვაბიშვილი, ნონიკაშვილი, კაპანაძე, აზაროვი (შვარცი 41), ჩოთალიშვილი (ლომთაძე 52), შალიკაშვილი (ჯინჭარაძე 52), დავითაშვილი (ქუთათელაძე 57), გულიაშვილი, კვარაცხელია (ჯანგველაძე 57)
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე

გაუზიარე