სიახლეები

საქველმოქმედო მატჩში მონაწილე გუნდების შემადგენლობა

სფფ
გაუზიარე
29 სექტემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, საქველმოქმედო მატჩი გაიმართებაშეხვედრა სახელწოდებითმსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვისთბილისში, დინამო არენაზე 21:00 საათზე დაიწყება. საქველმოქმედო თამაშის ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხა ბორჯომის ტყის აღდგენას მოხმარდება.

უკვე ცნობილია გუნდების შემადგენლობა, რომლებიც საქველმოქმედო შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობასმათ ოტო რეჰაგელი და ალექსანდრე ჩივაძე უხელმძღვანელებენ

„GFF XI”

მეკარეები: კრისტიან აბიატი, სებასტიანო როსი 

მცველები: ივან კორდობა, კაფუ, ჯუზეპე ფავალი, ალესანდრო კოსტაკურტა, კახა კალაძე, ზურაბ ხიზანიშვილი, ალექსანდრე ამისულაშვილი, კახაბერ ცხადაძე

ნახევარმცველები: ზვონიმირ ბობანი, დემეტრიო ალბერტინი, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი ქინქლაძე, ლევან კობიაშვილი, გოჩა ჯამარული, გიორგი დემეტრაძე, ლევან ცქიტიშვილი 

თავდამსხმელები: ანდრეი შევჩენკო, ერნან კრესპო, კევინ კურანი, მიხეილ ყაველაშვილი

მსოფლიოს XI” 

მეკარეები: სებასტიან ფრეი, დიდა 

მცველები: პაოლო მალდინი, მაურო ტასოტი, მასიმო ოდო, ვინსენ კანდელა, დარიო შიმიჩი, პიეტრო ვიერხოვოდი. ენრიკო ანონი, მიჩელ სალგადო

ნახევარმცველები: ხავიერ ძანეტo, იბრაჰიმ ბა, მასიმო ამბროზინი, დინო ბაჯო, ლუიჯი დი ბიაჯო, მარეკ იანკულოვსკი, ანჯელო დი ლივიო, ბენიტო კარბონე 

თავდამსხმელები: რივალდო, ლუკა ტონი, ფრანჩესკო ტოტი, მარკო დელვეკიო 

მატჩზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია TKT.GE-ზე და დინამო არენას სალაროებში მიმდინარეობს (11:00 საათიდან 21:00 საათის ჩათვლით). შეგახსენებთ, რომ ბილეთი სჭირდება ყველა გულშემატკივარს

მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდსაქველმოქმედო მატჩის აკრედიტაციის მიღება შეგიძლიათ მატჩის დღეს "დინამო არენაზე" 13:00-დან 15:00 საათამდე. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სფფ-ის პრესსამსახურს

მატჩის პარტნიორები არიან: ვი-თი-ბი ბანკი და ლუდი აისი, ხოლო სპონსორები - თეგეტა-მოტორსი, სოკარი, ბორჯომი, ევექსი და M2. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს ტელეკომპანიაიმედიშემოგთავაზებთ.