სიახლეები

თბილისი ევროპა ლიგის ფინალის მასპინძლობის კანდიდატია

სფფ
გაუზიარე

2021 წლის ევროტურნირების ფინალური მატჩების მასპინძლობის მსურველი ქალაქების ვინაობა ცნობილია. უეფას წევრმა 11 ფედერაციამ, ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგის, სუპერ თასისა და ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩების მასპინძლობაზე განაცხადი მიმდინარე წლის 26 ოქტომბრის ჩათვლით გააკეთა. უეფას ევროპა ლიგის ფინალის მასპინძლობის ერთერთი კანდიდატი, თბილისში მდებარე „ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაა“. თბილისის კონკურენტი ვენის „ერნსტ ჰაპელის“ სტადიონი და სევილიაა, ესპანური ქალაქი კანდიდატ სტადიონს მოგვიანებით დაასახელებს.

ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობის კანდიდატი:

მიუნხენი (გერმანია), სანქტ პეტერბურგი (რუსეთი)

ევროპა ლიგის ფინალის მასპინძლობის კანდიდატი:

თბილისი (საქართველო), ვენა (ავსტრია), სევილია (ესპანეთი)

უეფას სუპერ თასის მასპინძლობის კანდიდატი:

მინსკი (ბელარუსი), ხარკოვი (უკრაინა), ბელფასტი (ჩრდილოეთ ირლანდია), ჰელსინკი (ფინეთი) ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობის კანდიდატი: პრაღა (ჩეხეთი), გეტებორგი (შვედეთი)

ევროტურნირების ფინალური მატჩების მასპინძელი ქალაქები 2019 წელს დასახელდება.