სიახლეები

მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის მეოთხე მოდულს „მოხალისე“ მასპინძლობს

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

სამწვრთნელო განათლების B ლიცენზიის მეოთხე მოდული 5 ნოემბერს, სასტუმრო მოხალისეში დაიწყო.

ლიცენზიის მაძიებლები აღნიშნული მოდულის ფარგლებში თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას გადიან. მეოთხე მოდულის სემინარები ჯგუფურ სამუშაოებსა და პრეზენტაციებს მოიცავს. სწავლების ფარგლებში დავით პეტრიაშვილი არენაზე სავარჯიშო სესიები იმართება, რომელშიც უშუალოდ მონაწილეები არიან ჩართულნი.

მოდულის მესამე დღეს, B ლიცენზიის მაძიებლები საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალს - დინამოსა და გაგრას დაპირისპირებას დაესწრებიან და დასრულების შემდეგ აღნიშნულ მატჩს განიხილავენ. შეგახსენებთ, რომ B ლიცენზიის კურსი ჯამში 6 მოდულისაგან შედგება. ამ ეტაპზე კურსზე 20 ლიცენზიის მაძიებელი ირიცხება.

აქვე შეგახსენებთ, რომ UEFA-ს სამწვრთნელო ლიცენზიის მქონე მწვრთნელთათვის, რომელთა ლიცენზიის მოქმედების ვადა 2018 წლის 31 დეკემბრამდე განისაზღვრება, Refresh კურსები მიმდინარე წლის ბოლოს გაიმართება.

ამ ეტაპზე, რეგისტრაცია მოეთხოვებათ მხოლოდ იმ პირებს ვისი ლიცენზიის მოქმედების ვადა ან ამოწურულია ან 2018 წლის 31 დეკემბრამდე ეწურება.

ინფორმაცია Refresh კურსის დაწყების ზუსტ თარიღთან და დანარჩენი საორგანიზაციო საკითხების შესახებ დარეგისტრირებულ კანდიდატებს მათ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე კურსის დაწყებამდე 2 კვირით ადრე ეცნობებათ.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ დარეგისტრირდეთ მითითებულ ბმულზე ამა წლის 1 დეკემბრამდე.