სიახლეები

უეფას მწვრთნელთა განათლების Refresh კურსზე განაცხადების მიღება დასრულდა

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა განათლების განყოფილებამ მიმდინარე წლისთვის უეფას მწვრთნელთა განათლების A და B ლიცენზიების მფლობელი მწვრთნელებისთვის Refresh კურსზე განაცხადების მიღება დაასრულა.

ამ დროისთვის სასწავლო კურსებზე 100 მწვრთნელი დარეგისტრირდა. B ლიცენზიის მფლობელთათვის სემინარები 11-12 დეკემბერს გაიმართება, A ლიცენზიის მფლობელთათვის კი, 18-19 დეკემბერს. მონაწილეებს ინფორმაცია კურსების ჩატარების ადგილსა და დაწყების დროსთან დაკავშირებით რეგისტრაციისას მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიეწოდებათ.

უეფას მწვრთნელთა განათლების ლიცენზიების Refresh კურსზე სარეგისტრაციო განაცხადების მიღება 2019 წლიდან გაგრძელდება.